ალეკო ცქიტიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 01:03
სლოუ ბატონო, გურიაში ცოლიკოურს გურიის ჯიშები შეავიწროვებსო, რომ ამბობ, ძალიან მეეჭვება მე ეს ამბავი იმ ადგილებში, სადაც ცოლიკოური მშვენივრად გრძნობს თავს. რომელი ჭკუათმყოფელი ამოძირკვავს მას და ნაკაშიძის ჯანს გაუშვებს მის მაგივრად? და თუ ლეჩხუმშიც ასე მოხდა, მაშინ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ტვიში" აღარ გვექნება. მე მაინცდამაინც არ მხიბლავს ეს პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საფერავი, მაგალითად, ავსტრალიაში და კალიფორნიაში წაიღეს და ქართლში და იმერეთში რომ გაახაროს ვინმემ და მისგან ღვინო დააყენოს, ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ ტრაგიკულს. ოღონდ, ზომიერებაა საჭირო და საფერავი იმ ენოტად არ უნდა ვაქციოთ, შენ რომ ასე ძალიან გეშინია (მამენტ – ამ მხრივ, მეც მეშინია).
ალეკო ცქიტიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 00:39
საერთოდ, ქართული ჯიშების კვლევა გასაგრძელებელია. კვლავ და კვლავ მოსაძიებელია სოფელ–სოფელ ძველი თუ ახალი ჯიშები, შესადარებელია კოლექციებში დაცულ ჯიშებთან და გასარკვევია, ვაზის რამდენი ქართული ჯიში გვაქვს საბოლოო ჯამში. ჩემი ვარაუდით, კეცხოველი–რამიშვილი–ტაბიძის მიერ დასახელებული ციფრი 525 არ არის რეალური და ჯიშები ბევრად მეტია. ამ ჯიშების სახელები იგივე ამ ავტორების სხვადასხვა წიგნებში არის გაბნეული. იგივე ამპელოგრაფიაშიც კი სხვადასხვა სტატიებში ახსენებენ ჯიშებს, რომლებიც მერე თავიანთ სიაში შეტანილი არა აქვთ. ეს ალბათ იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა ზოგიერთი ჯიშის ბოლომდე შესწავლა და რაც მეტ–ნაკლებად სრულყოფილად შეისწავლეს, მხოლოდ იმ ჯიშების სია დაგვიტოვეს. ასევე საინტერესოა და გადასაწყვეტია ე. წ. გამოყვანილი ჯიშების საკითხი. ჩემი აზრით, ის ჯიშები, რომლებიც სელექციური (და არა ჰიბრიდიზაციით ან გენეტიკური მოდიფიკაციით) გზით არის გამოყვანილი, ყურადღებას იმსახურებს. მაგალითად, ჩვენ ვიცით ვარდისფერი რქაწითელის დაბადების თარიღი – 1948 წელი (იხ. "საქართველოს ამპელოგრაფიაში" სტატია რქაწითელის შესახებ). იგი წარმოშობილია რქაწითელისგან, მაგრამ დღეისათვის ეს არის სრულიად სხვა ჯიში – განსხვავებული მორფოლოგიური ნიშნებით, განსხვავებული მონაცემებით. ამიტომ, ამპელოგრაფების ნაწილი (იგივე – დავით მაღრაძე) მიიჩნევს, რომ დღეისათვის ეს არის სრულიად სხვა, დამოუკიდებელი ქართული ჯიში და არა რქაწითელის კლონი. ქვიშურს რაც შეეხება, იმედი მაქვს კორექტურული შეცდომა არ არის და ქიშურთან არა გვაქვს საქმე. გავარკვევ ამ საკითხსაც. ტაგიძურასთან დაკავშირებით თუ მხედველობაში გქონდათ, რომ ზედსართავი "შავი" ზედმეტია, მართალი ბრძანდებით. თქვენს მიერ გადაცემული ჯიშების თაობაზე თუ მომწერთ, კერძოდ რა ჯიშები გადაეცით, მე მაქვს დავით მარაძის უფრო სრული სია, სადაც ის ჯიშებიც არის ნახსენები, რომლებმაც აპრობაცია ვერ გაიარეს, ანუ აღმოჩნდა, რომ ჯიში არ შეესებამება იმ სახელს, რა სახელითაც არის კოლექციაში. ასევე ზოგიერთი ჯიშის აპრობაცია ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ჯერ ახალგაზრდაა და ნაყოფს არ ისხაბს. თუ თქვენს მიერ "შუმისთვის" გადაცემული ჯიში არც ასეთი ახალგაზრდაა, მაშინ მართლა საინტერესოა მისი ბედი. შემიძლია დაგეხმაროთ ამ საკითხის გარკვევაში, ოღონდ უნდა მომწეროთ რა ჯიშზეა საუბარი: a.tskitishvili@gmail.com
ალეკო ცქიტიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 00:11
ღრმად პატივცემულო ქვევრო, ნამდვილად ტაგიძურა არის სწორი და ტექსტშიც სწორედაც რომ ტაგიძურა წერია. გაზეთშიც ჩავხედე და იქაც ასევე მიწერია. რაც შეეხება თამარის ყურძენს, შუმის კოლექციაში ამ სახელით არის დაცული ერთ–ერთი ჯიში, აპრობაციაც ამ სახელით აქვს გავლილი. ამ ჯიშთან დაკავშირებით მეც ვარკვევ დეტალებს. კეცხოველის, რამიშვილისა და ტაბიძის "საქართველოს ამპელოგრაფიაში" მოცემულ სიაში ეს ჯიში ნახსენები არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ასეთი ჯიში არ არსებობს". ამპელოგრაფიაში მოცემულ სიაში კიდევ სხვა რამდენიმე ჯიშიც არ არის ნახსენები (მაგალითად: შონური, ცოლიკოური მცვივანი, მესხური მცვივანი და ა. შ.). ამ საკიტხზე სამომავლოდ კიდევ ვრცლად ვაპირებ დაწერას. შესაძლოა, თამარის ჯიშიც ასეთი იყოს. რაც შეეხება რქაწითელ წითელს, შუმის კოლექციაში ამ სახელით არის ნიმუში დაცული. ასეთივე სახელით აქვს აღწერილი მაქსიმე რამიშვილს ეს ჯიში მონპელიეს კოლექციაში. ახლა მიმდინარეობს კვლევა – რქაწითელი წითელი სინამდვილეში ხომ არ არის იგივე ვარდისფერი რქაწითელი, ანუ ხომ არ გვაქვს საქმე ერთ ჯიშთან, რომელსაც ორი სხვადასხვა სახელი აქვს. ვიდრე ეს კვლევა არ დასრულებულა, მანამდე ორივე სახელწოდება ძალაში რჩება. ორი სახელით ცნობილი ერთი და იგივე ჯიშები სხვაც ვიცით. გლდანურა, მაგალითად, არის იგივე გორულა.
ქვევრი - 24 თებერვალი, 2012 - 22:16
ე ბიჯო ეს წერილი ერთმა მაღალმა პიროვნებამ არ წეიკითხოს, თორემ შეიძლება ბათუმში ამ კაცის ძეგლი დადგან თავის კვერცხებიანად...
ქვევრი - 24 თებერვალი, 2012 - 13:09
ეს ღვინო მეცა მაქვს გასინჯული. ჯიგრიანი კახური ღვინოა. მესვეურებს არ ვინნომ, მარა წარმატებებს კი დიდი სიამოვნებით ვუსურვებ. ისე ცოტა ეტიკეტის დიზაინზეც რომ იზრუნონ და ბოთლიც შეცვალონ მთლად კაი.
ალეკო ცქიტიშვილი - 24 თებერვალი, 2012 - 00:13
ბატონო (იქნებ – ქალბატონო?) სტაქან, ძალიან კარგად მაქვს გასინჯული 10–ლარიანი ღვინოც და ბატონი ელიზბარის მარნის 4–5 ლარიანიც. ამასთან, 10–ლარიანი – ძალიან ბევრჯერ! ასე რომ, ჩემი აზრი კარგად მაქვს ჩამოყალიბებული. ჩემი მოკრძალებული აზრით, ალავერდის მონასტრის მარნისა და ელიზბარ თალაკვაძის მარნის ღვინოები ორივე კარგი ხარისხისაა, მაგრამ ამ ღვინოების ხარისხიდან გამომდინარე, ფასებიც კარგად არის შეხამებული. ზემოთ აღნიშნული "ლეგენდა", რითაც სხვათაშორის ბატონი ელიზბარის "წარაფიც" გამოირჩევა, ორივე ღვინოს ალბათ ოდნავ უმატებს რენომეს და ფასს. სხვათაშორის, რაკი სიტყვამ მოიტანა და ამ ორი ღვინის შედარება/შეფასებაზე მიდგა საქმე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ კონკრეტულ დეგუსტაციაში ორივე ღვინო მონაწილეობდა და როგორც ხედავთ, ამჯერად, ბატონი ელიზბარი ღვინო ხუთეულში ვერ მოხვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს კარგი, უკეთესი და საუკეთესო ქვევრის ღვინოები. ღმერთმა ნუ გამოგვილიოს!
მალხაზ ხარბედია - 23 თებერვალი, 2012 - 17:03
ბათუმშიც შეიძლება მათი დაპატიჟება და მერე რომელიმე ტელე–შოუში :)
No-spa - 23 თებერვალი, 2012 - 17:00
ობსერვატორია კი გვაქვს და ყურძენი, ქვა გვაქვს საშოვი
პ.ს. ამ კაცს უნდა გააცნონ ის ღვინის მხატვარი ქალი. იცხოვრებენ მხიარულად:))
irakli - 23 თებერვალი, 2012 - 14:28
გულთმისანი ხარ მალხაზ!!!! ზუტად წერ, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ ეგრე ზუსტად ვერ გამოვთქვამდი. აი განსაკუთრებით კი ერთი და იმავე საფაურებზე რომ საუბრობ... თელავის მარანს სხვასთან შედარებით მართლა კაი ღვინოები აქვს, მაგრამ ერთის თუ გასინჯავ, ჩათვალე ყველა გასინჯული გაქვს. ერთი-ერთშია. შატო მუხრანი ხომ სასერთოდ, ერთი ბებოს მიერ, ერთ ქვაბში მოხარშული ყურძნის კომპოტივითაა. ქართული ბიზნესის საფირმო დამღაც ფეხმოუცვლელია - კარგი ხარისხით დაწყება და ნელ-ნელა გაფუჭება, იმ დონემდე, რომ შეგძულდეს საერთოდ. ეს ბოლო ბადაგონის "კახურ წარჩინებულს" ეხება. მართლა ძალიან საინტერესო ღვინო იყო, ახლა კი აღარ დაილევა, ფასი კი იცოცხლე - 35 ლარს თეთრიც არ აკლდება.
ეგრე!!! დავცხოთ ამ გაზულუქებულ მეღვინეებს :):):):) სახელები და ფაქტები ხომ საერთოდ დაამშვენებდა ამ სტატიას :):):):):)
მალხაზ ხარბედია - 22 თებერვალი, 2012 - 22:06
2009–ის დახასიათებაც დაიდება, მარტში :) იმედია კიდევ შეიტანენ მაღაზიაში.