Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცოლიკოური ობჩური, ნუგზარ და მამუკა ჩხეიძეები, 2015

ამ მარნის შარშანდელ ცოლიკოურს უკვე იცნობს ქართველი მომხმარებელი. ეს ახალგაზრდა ხალასი ღვინო ჩალისფერია, ძალზე ეფექტური და ცინცხალი არომატებით, სადაც მწვანე და ყვავილოვან სურნელებს ტროპიკული და თეთრი ხილის ტონები ერთვის (პირველ რიგში ბანანი და თეთრი ქლიავი). სასიამოვნო მჟავიანობის ნაზი და ჰაეროვანი ღვინოა. გემოში კიდევ უფრო ზუსტდება არომატები და საინტერესო დაბოლოებად ყალიბდება. ეს ჭურის ღვინო ნამდვილად გამორჩეული ნიმუშია იმერულ თეთრ ღვინოებს შორის და ზუსტად გამოხატავს სტილს, რომელიც დრესდრეობით თავის ახალ სიცოცხლეს იძენს და რომელსაც ობჩური ცოლიკოური შეგვიძლია ვუწოდოთ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული