ახალი ღვინის ფესტივალამდე დარჩა
ელიზბარ თალაკვაძე - 6 თებერვალი, 2012 - 12:57
გამაამინობუტირატი გამაამინოერბომჟავაა ლათინურად. თქვენ არ გიხსენებიათ, მაგრამ კონტექსტიდან ჩანდა რაზეა საუბარი.იქნებ გამიგოთ სად შეიძლება ანალიზის გაკეთება? სხვა კახური ტიპის ღვინოებში ასეთივე მაღალი შემცველობაა?
ალეკო ცქიტიშვილი - 6 თებერვალი, 2012 - 11:29
ბატონო ელიზბარ, ახლა ჩავხედე კარგად ბატონი თეიმურაზის მიერ წერილობით მოწერილ პასუხებს და აღმოვაჩინე, რომ ერთი შეხედვით მცირე მექანიკური შეცდომა მომსვლია, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სტატიაში გადმოტანისას. წინადადების "ასევე იდენტიფიცირებულია თავისუფალი ამინომჟავების – გამაამინომჟავების საგრძნობლად მაღალი კონცენტრაცია..." უნდა ეწეროს შემდეგი: "კახური მცვივანის ღვინოში იდენტიფიცირებულია თავისუფალი ამინომჟავის _ გამაამინოერბომჟავის საგრძნობლად მაღალი კონცენტრაცია – 587 მგ ერთ ლიტრ ღვინოში". დანარჩენი როგორც ტექსტშია. მე ქიმიკოსი არა ვარ და არ ვიცი, თქვენს მიერ ნახსენები “გამაამინობუტირატი“ რას ნიშნავს. მე ეს სიტყვა სტატიაში არსად მიხსენებია. როგორც ახლა დავაზუსტე, ზემოთ აღნიშნულ წინადადებაში არა გამაამინომჟავაზე, არამედ გამაამინოერბომჟავაზეა საუბარი.
ალეკო ცქიტიშვილი - 5 თებერვალი, 2012 - 00:57
ბატონ ელიზბარის შეკითხვას გადავცემ ბატონ თეიმურაზს და თუკი რამე შეცდომა გაიპარა,ჩავასწორებთ. არა მგონია, შეცდომა იყოს, რადგან ბატონმა თეიმურაზმა წერილობით მომაწოდა ინფორმაცია. ძალიან პედანტური სიზუსტის საკითხში, როგორც ფილოლოგი და დიდი რედაქტორული გამოცდილების მქონე ადამიანი. თუმცა, თუ მექანიკურ შეცდომას აქვს ადგილი, გპირდებით, გადავამოწმებ. ბატონი თეიმურაზის ნაშრომი „ყურძნის კლერტის როლი კახური ტიპის ღვინის ჩამოყალიბების პროცესში" შეგიძლიათ შეიძინოთ ბახტრიონის ქუჩაზე, "ქართული ღვინის კულტურის ცენტრში". სწორედ ამ ნაშრომშია დეტალურად კახურ მცვივანზე ინფორმაცია. რაც შეეხება ამ ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაწურულ ღვინოს, მას მაღაზიებში ჯერჯერობით ვერ შეიძენთ. სავარაუდოდ, ორი–სამი წლის შემდეგ გამოჩნდება.
გიორგი - 3 თებერვალი, 2012 - 23:26
დიდი მადლობა სტატიისთვის.ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა მქონდეს პატარა საუკეთესო ვენახი.
ალექსი - 3 თებერვალი, 2012 - 20:25
უკაცრავად, მაინტერესებს კუნძა თეთრი და კუნძა შავი თუ არის შემორჩენილი
მალხაზ ხარბედია - 3 თებერვალი, 2012 - 20:08
ჩამონათვალს დაემატა ლათინური დაწერილობაც. გარდა ამისა რაოდენობა 523–მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, შესაძლებელია სია 531–მდეც გაიზარდოს :)
irakli - 3 თებერვალი, 2012 - 10:50
ღვინის არომატის და გემოს დახასიათება ძალიან დამაინტრიგებელი იყო, ძალიან !!!!"რქაწითელზე შინაარსიანი და მწვანე კახურზე არომატული !!!!!!!!!!"
ბატონო ალეკო, ხომ არ იცით, შეიძლება ამ ღვინის თუნდაც ორიოდე ბოთლის სადმე შეძენა?
ელიზბარ თალაკვაძე - 3 თებერვალი, 2012 - 08:54
ბატონო ალეკო, თუ შეიძლება დამიდასტურეთ - გამაამინობუტირატის მართლა ასეთი შემცველობაა (587 მგ/ლ) მცვივანის ღვინოში თუ შეცდომა გაიპარა? სად შეიძლება თბილისში ამ ანალიზის გაკეთება?
ელიზბარ თალაკვაძე - 2 თებერვალი, 2012 - 14:50
ბატონო ალეკო თქვენ ქიმიკოსი ხართ? 1 ლიტრ ღვინოში 500 მგ გამაამინობუტირატი ცოტა არ იყოს ბევრია. ცნობისათვის 1 ტაბლეტ გამალონში მხოლოდ 250 მილიგრამია. არასწორია გლუკოზის რეტიპიზაცია. უნდა იყოს - უტილიზაცია.
aisbergi - 2 თებერვალი, 2012 - 11:56
ავტორის გადაწყვეტილება---კახური მცვივანის ვაზზე ასე უზომოდ შეყვარებული ამდენი ქართველის(ღლონტი,უჯმაჯურიძე,კონჭოშვილი დასხვა) შემდეგ ამ ჯერ უცნობი ვაზით მოხიბლული ქართველთა ერთი მეგობარიც-ჯონი მოეხსენებინა---ვფიქრობ თქვენი გულისწყრომა არ უნდა გამოეწვია. დარწმუნებული ვარ სტატიის ავტორი სიამოვნებით აღნიშნავდა თქვენს და მრავალთა სახელსაც, ვინც კი დაესწრებოდა სტატიაში აღწერილ დეგუსტაციას და მკითხველთათვის რაიმე ღირებულ აზრს, ინფორმაციას გაიმეტებდა.
natiku - 2 თებერვალი, 2012 - 00:16
ადუღებულ წყალს არ ვუმატებ ადუღებულს და გაციებულს კი, ისე მშვენიერი რეცეპტია მართლა, ძირა კი ძალიან მაგარია ძირას გარეშე საერთოდ არ გამიკეთებია ხინკალი!! ესენი კაცო ქვეყნის მწვანილს აყრიან შიგ რა უნდა ოხრახუშს ხინკალში?
ჩემი დიდი ბებია ველისციხელი ქალი იყო და ყველა ქალიშვილს ასწავლა ეს რეცეპტი 5 ჰყავდა. ხახვს არ ამატებდა შიგ, მე მართალი გითხრათ არ მომეწონა და ხახვს მაინც ვუკეთებ
მალხაზ ხარბედია - 1 თებერვალი, 2012 - 21:50
ბარემ მესამეჯერაც დააკომენტე რამე ეგეთი აბდაუბდა, ღმერთი სამობითაა!
xazari - 1 თებერვალი, 2012 - 20:09
ნუთუ ის, რაც მე ახლა წავიკითხე ამ სტატიის ბოლო წინადადებაში მართალია? ნუთუ მართლაც ასეა ყოველივე? არა არა არ მჯერა! როგორ, ჯონის მართლაც მოეწონა მცვივანი? ბედნიერი ვარ და ამ ბოლო წინადადებას გულის ფიცარზე ამოვიჭდევ! "მე ვარ ხაზარი და მაშასადამე მე ვარ ბედნიერი".
qvevri barisashvili - 1 თებერვალი, 2012 - 19:59
გამარჯობათ მეგობრებო. მესაუბრა "აისბერგი" და მითხრა, რომ მე და შენ ერთმანეთში აგვრიესო. ვაკეთებ მოკლე განმარტებას, მე მე ვარ და აისბერგი აისბერგია:). (ისე კი მივესალმები ჯანსაღ მსჯელობას).
ელიზბარ თალაკვაძე - 1 თებერვალი, 2012 - 10:15
მეგობრებო ნუ იქნებით ასე კატეგორიულები. რა მოხდება არავინ იცის. 200 წელი იყო კიანტი და გაჩნდა სუპერ ტოსკანა, მაღრაანის ქისი კი, შეიძლება ითქვას, ჯერ არ გაჩენილა.
slow - 1 თებერვალი, 2012 - 00:51
სტატია ცოტა "ხმამაღლაა" დაწერილი, ამიტომაც ზოგიერთების გაღიზიანება გამოიწვია. უცხოურ ჯიშებს რა თქმა უნდა აქვთ არსებობის უფლება, პეროიანებს რა დალევს, მცირე რაოდენობებით გაიყიდება ქართულ ბაზარზე, მაგრამ ტერუარის იდენტობის მატარებელი ვერ იქნება ისე, როგორც მაგალითად მაღრაანის ქისი ან ოყურეშის უსახელოური. ქართული ჯიშების აღდგენას აქვს მომავალი და იმ ტერიტორიაზე მიმაგრებას სადაც ის შექმნილა. გურიაში და აჭარაში ადგილობრივი ჯიშების აღდგენა შეავიწროვებს ცოლიკოურს, ასევე მოხდება კახეთშიც და ეს სამართლიანი პროცესი იქნება. ამ საკითხზე კლუბშიც ბევრი გვისაუბრია და ყველა მეტ-ნაკლებად ქართულ ღვინოში გათვითცნობიერებული უცხოელი სპეციალისტიც ამას ამბობს.
ალეკო ცქიტიშვილი - 31 იანვარი, 2012 - 16:39
რაც შეეხება უცხოურ ჯიშებს, რადიკალიზმის მომხრე აქაც არა ვარ და არ მიმაჩნია სწორად, რომ რაც კი საერთაშორისო ჯიშებად აღიარებული ვაზის ვენახებია გაშენებული ყველაფერი ამოვძირკვოთ. მითუმეტეს, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "თელიანი" გვაქვს, რომელიც სწორედ უცხოური ჯიშისგან მზადდება და ამ ჯიშმა წინანდალთან ახლოს კარგი თვისებები გამოავლინა. თუმცა, ამ მხრივ, აუცილებელია ზომიერება, რომელიც ჩვენს ძვირფას მეღვინე-ტექნოლოგებს და ინდუსტრიული მეღვინეობის მამებს აშკარად ღალატობდათ რამდენიმე წლის წინ, როცა უცხოურ ჯიშებს უპირატესობასაც კი ანიჭებდნენ. და რა მოხდა მერე? სწორედ ის, რასაც გიორგი თავის სტატიაში ამბობს, ამ ბატონებს უთხრეს სწორედ იმ უცხოელმა მეღვინე-კონსულტანტებმა, ექსპერტებმა და უბრალოდ, უცხოელმა მომხმარებლებმა, რომლებმაც კაბერნე, მერლო, შარდონე და სხვა უცხოური ჯიშებისგან დამზადებული ქართული ღვინოები გასინჯეს. ასე რომ, უცხოელი სპეციალისტებისგანაც არ უნდა შევქმნათ მტრის ხატი. მე მიმაჩნია, რომ უცხოელებმა ქართული ღვინის სასიკეთოდ ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს (მაგალითად, იზაბელ ლეჟერონს მე ჩემს მიმოხილვაში ქართული ღვინის წლის კეთილი ნების ელჩად დავასახელებ). იგივე ლუკა გარგანოს დასახელებაც შეიძლება და ბევრი სხვა უცხოელი მხარდამჭერისა და მეგობრის, რომელთა ძალისხმევითაც (ნაწილობრივ) მოხდა იმ ნიჰილიზმის დაძლევა, რაც აქაურ მეღვინე-ტექნოლოგებს ჰქონდათ ქართული ქვევრის ღვინის მიმართ.
aisbergi - 31 იანვარი, 2012 - 15:51
თავს ვალდებულად ვთვლი ბოდიში მოვუხადო ბ-ნ ბარისაშვილს, რადგან ჩემი წერილები და აისბერგს ამოფარება მის მოქმედებად მოსჩვენებია მკითხველთა ნაწილს.
irakli - 31 იანვარი, 2012 - 15:00
არც კომბალჩათხლეშილად და არც სილაგაწნულად ვგრძნობ თავს. ამ ბლოგიდან რაც არ უნდა მიმტკიცონ რომელიმე ღვინის ავკარგიანობა,მე ჩემი გემოვნება, აზრი მაქვს და არც არავისზე ნაკლებად ვერკვევი ქართულ ღვინოებში. მე მხოლოდ მეტი ექსპერიმენტის მომხრე ვარ და არა რაიმეს იდეა ფიქსად ქცევისა. იყოს ბატონო ეს ქვევრის ღვინო, იყოს კი არა, სუფევდეს, მაგრამ სხვების მოძულება არ ღირს მაგის გამო.
მალხაზ, - ძალიან დიიიიიიიიიიიიდიიიიიიიიიიიიიი პატივისცემის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი კრიტიკაა საჭირო. და ეს კრიტიკა ლანძღვაში რომ არ გადავიდეს, მაგიტომაც მეგულებით თქვენ, პროფესიონალი ჟურნალისტები და ინტელექტუალი კრიტიკოსები.
ისე ძაან სუბიექტური ვიქნები, გეტვით, რომ სულ რომ არაფერი წეროთ ამ ბლოგზე ან მარტო მეგობრული ღრეობის სურათებიც რომ დაალაგოთ აქ, "ახალი ღვინის ფესტივალის" ტრადიციის დამკვიდრება და დაჩატარება ეყოფა "ღვინის კლუბს," მინიმუმ ორი ათწლეული, საამაყოდ და თავმოსაწონად. так держать !!!!!!!!!!!!!!!!!!!
aisbergi - 31 იანვარი, 2012 - 14:01
გიორგი არ გახლავართ, შორიდან ვიცნობ მას. თუმცა ბევრი მისი ხედვა ჩემთვის მისაღებია. აისბერგი უბრალოდ,მაინც თქვენთვის უცნობი ვარ
ludus - 31 იანვარი, 2012 - 13:50
ხმამაღალ მუსიკაში და ცეკვა–თამაშში ნაკლებად ვთვრები :)
მალხაზ ხარბედია - 31 იანვარი, 2012 - 13:47
aisbergi, გიორგი, თუ შენა ხარ, შენივე სახელით უპასუხე ოპონენტებს, რა დროის ეს გაუგებარი ხუმრობებია? :) ყველამ საკმაოდ საინტერესო და კვალიფიციური კომენტი დატოვა, რომელიც პირველ რიგში ავტორისგან იმსახურებს პასუხის გაცემას :)











