IMERELI - 21 ნოემბერი, 2021 - 23:20
თბილისის აფთიაქებში კიდე იყიდება ჰიბრიდული ღვინო?
IMERELI - 10 ნოემბერი, 2021 - 22:03
კარგი კაცი. შორიდან ვიცნობ, მეგობრებისგან, პირადად არა. წარმატებები გოგის.
გიორგი ბარისაშვილი (Kvevri) - 6 ნოემბერი, 2021 - 10:00
დაგლოცით უფალმა. ხელი მოგიმართოთ და წარმატებები გქონოდეთ.
ურწმუნო - 4 ნოემბერი, 2021 - 12:56
8 წუთი ილაპარაკეს და ერთხელაც არ უხსენებიათ არც მარნის ადგილმდებარეობა, არც ვენახები სადაა გაშენებული ან რომელი ვენახებიდან ყიდულობს ყურძენს ან ვის ღვინოს ყიდულობს, ან რომელი ჯიშია. სამაგიროდ 9 ჯერ ახსენეს "მარკეტინგული ხრიკი" :))
მერაბი - 3 ნოემბერი, 2021 - 16:02
საინტერესოა ეს როგორი ოცხანურია. მეხუთე წელია ვწურავ და ძალიან უხეში გამოდის, არადა თითქოს არც შაქრიანობა აკლია, არც არაფერი. ნოემბერში ვკრიფავ თან. მაინც ვერფერი გავუგე. მომავალ წელს ცოლიკოურში ვაპირებ შერევას.
Temuri - 1 ნოემბერი, 2021 - 16:41
მჯერა, რომ ეს ნამდვილი ალადასტურია. სხვანაირად ამ საიტზე ალბათ ვერ მოხვდებოდა :) მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ნახევარი საქართველო "ალადასტურს" წურავს და მერე აქებს ამ ღვინოს :) "ჩემი ალადასტური...", არადა სინამდვილესი ტალავრიდან ჩამოკრეფილი რაღაცა სუფრის ყურძენია.
მალხაზ ხარბედია - 31 ოქტომბერი, 2021 - 10:52
შესაბამისად, მევენახეზეა დამოკიდებული რამდენს დაასხმევინებს.
მალხაზ ხარბედია - 31 ოქტომბერი, 2021 - 10:43
როგორც ამპელოგრაფიულ ლიტერატურაში წერია, უხვმოსავლიანია.
დიმიტრი - 29 ოქტომბერი, 2021 - 13:12
მოგესალმებით ; მაინტერესებს მოსავლიანობა როგორიაქვს 1ჰა ფართობზე,გადავწყვითე გავაშენო ეს უნიკალური ჯიში,მიდრეკილება დაავადებების მიმართ რამენად აქვს და სად შეიძლება შევიძინო ნერგები ...