Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Camus 150 წლის იუბილეს აღნიშნავს

კონიაკის სახელგანთქმული ბრენდი Camus XIX საუკუნეში შეიქმნა და კამიუს გვარის ხუთი თაობის თავდაუზოგავი მუშაობის წყალობით უფრო და უფრო დაიხვეწა. კომპანია წელს 150 წლის იუბილეს ზეიმობს. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად გამოუშვეს უნიკალური კონიაკი Cuvée 5.150, რომელიც ორიგინალურ ჭურჭელშია ჩამოსხმული. საიუბილეო სასმელი ხუთი სხვადასხვა სახის სპირტის ნაზავია და იმ კონიაკების თავისებურებებს აერთიანებს, რომლებიც მწარმოებელთა ოჯახის სხვადასხვა თაობის ტექნოლოგიისათვის იყო დამახასიათებელი. სასმელი Baccarat-ს დიზაინის საუცხოო ბითლშია ჩამოსხმული. მისი უსწორმასწორო კედლები ტალღებს წააგავს, რომლებიც, თითქოსდა, გრძნეულთა შემძლეობით ადგილზე გაყინულან. კონიაკი Cuvée 5.150 შეზღუდული რაოდენობით, 1 492 ბოთლი გამოუშვეს და თითოეულს საკუთარი რიგითი ნომერი მიანიჭეს. გარდა ამისა, პირველ 150 ბოთლს თან ახლავს 100 მლ-იანი ჭურჭელი, რომელშიც მეტრ დე შეს (Maîtr De Chai) მიერ უშუალოდ კონიაკის ჩამოსხმამდე აღებული სინჯი ასხია. სინჯის აღებას კი საფრანგეთის ხელისუფალთა დიდი ნაწილიც ესწრებოდა. რარიტეტული სასმლის კუპაჟს ვანილის, ხის, სანელებლების, ჩირეულის, ტროპიკული მწიფე ხილისა და ნუშის გემო დაჰკრავს. Camus-ს სხვა კონიაკების მსგავსად, Cuvée 5.150-ც ძლიერი და დამახასიათებელი გემოთი გამოირჩევა.

© ღვინის კლუბი/Weekend



მაქვს საკმაოდ დიდი დაძველებით ფრანგული ქამუსი ტოგორ ან სად შეილება აუქციონზე გატანა? გმადლობთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული