Home
ქართული | English
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

10 საუკეთესო ქართული რესტორანი ლონდონში

თუ ლონდონში მოგზაურობისას ქართული ტრადიციული კერძები მოგენატრებათ, შეგიძლიათ Secret london-ის რჩევებს მიჰყვეთ და იმ ქართულ რესტორნებში შეიაროთ, რომლებიც იქ ყველაზე პოპულარულია. 

Secret London 10 ქართულ რესტორანზე წერს. პირველია “იბერია”, რომელიც, როგორც ვკითხულობთ, დიდი პორციებითა და სასიამოვნო გარემოთი გამოირჩევა. სტუმრებს ქართულ ღვინოსაც სთავაზობენ, რაც იქაურ ატმოსფეროს კიდევ უფრო ავთენტურსა და უნიკალურს ხდის: “კერძები და ქართული ღვინო ერთად უფრო მძაფრად გაგრძნობინებს ქართულ, კავკასიურ გარემოს შუაგულ ლონდონში” - ვკითხულობთ სტატიაში

Little Georgian Islington-ში მისულ სტუმარს ტრადიციული კერძები თანამედროვე ინტერიერის გარემოში ხვდება. “აქაურობა ძალიან მყუდრო გარემოთი გამოირჩევა, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს ვეგანი და ვეგეტარიანელი ადამიანიც, რაც უდავოდ დიდი პლუსია” - წერს ავტორი. ეს ქართული რესტორანი ბერნსბურის ქუჩაზე ნატურალურ ღვინოებსა და ტრადიციული მეთოდით გამოხდილ ჭაჭასაც სთავაზობს სტუმარს.

სამაიაში” ღვინის კოლექციას შენიშნავთ, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ, “მიმინო” კი, თავისი გემრიელი კერძებით, როგორც  ვკითხულობთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს. აღსანიშნავია, რომ ეს საკმაოდ პოპულარული ადგილია იქაური მაცხოვრებლებისთვის.

სტატიაში გვირჩევენ რესტორან “გეამოს”, რომელიც განსაკუთრებით თბილი გარემოთი, მისაღები ფასებითა და ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ სტუმარი ქართული ტრადიციული დესერტების გასინჯვას შეძლებს, ავტორი კი განსაკუთრებით აქებს “გეამოს” თეთრ ღვინოსაც. 

The Georgian საუზმეს, ლანჩსა და ვახშამს სთავაზობს მომხმარებელს. რესტორანს შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ესტუმროთ და თან გემრიელი აჭარული ხაჭაპურიც მიირთვათ. 

Tbilisi Restaurant-ში ქვევრის წითელი ღვინის დაჭაშნიკებას შეძლებთ. აქ, როგორც ჩანს, განსაკუთრებით აქტუალური და მოთხოვნადი ქვევრის საფერავი და რქაწითელია. Georgian Sisters-ში კი იქვე გამომცხვარ ქართულ პურს გაიხსნებთ, Shoty-ში ფოლკლორული მუსიკას მოსმენას შეძლებთ და თან ლობიოს შეექცევით გემრიელად. 

ჩამონათვალში მეათეა Kartuli - Georgian Cuisine and Wine, სადაც ღვინის მაღაზიაცაა რესტორანთან ერთად. რესტორანს თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთადაც შეგიძლიათ ესტუმროთ. 

ასე რომ, ლონდონში მოხვედრისას თუ თქვენი უცხოელი მეგობრისთვის ქართული კერძების გაცნობა მოგესურვებათ, მხოლოდ იმაზე ფიქრიღა მოგიწევთ, რომელ რესტორანს მიაკითხოთ, რადგან სტატიაში ქართული რესტორნების საკმაოდ ფართო არჩევანია. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული