Home
ქართული | English
ნოემბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრისტი კენტერბერი ამერიკაში ქართული ღვინის კამპანიის ელჩი იქნება

Wines of Georgia სარეკლამო კამპანიაა, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო აფინანსებს. მიზანი ამერიკელი მომხმარებლისთვის ქართული ღვინის, ქვევრის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პოპულარიზაციაა.

 Wines of Georgia-ს ინფორმაციით, ქართული ღვინის კამპანიის ელჩი ღვინის დიდოსტატი (MW) კრისტი კენტერბერი გახდება. ელჩის მისია ამერიკის ბაზარზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების საშუალებით, საქართველოს წარმოჩენა იქნება. დაგეგმილი აქტივობები მედიასთან გამართულ ლანჩებს, ვირტუალურ სავაჭრო დეგუსტაციასა და სავაჭრო მოგზაურობებსაც გულისხმობს.

„მოხარულები ვართ, რომ კრისტი კენტერბერთან, როგორც ჩვენი კამპანიის ელჩთან, ვიმუშავებთ. ღვინის ინდუსტრიაში მისი ცოდნა და გამოცდილება ქართული ღვინისადმი ინტერესს გაზრდის, რასაც საგანმანათლებლო თუ სხვა სახის ღონისძიებები შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვართ, რომ მასთან ერთად მუშაობა ქართული ღვინისა და ისტორიით დაინტერესებული ადამიანების რიცხვს გაზრდის.“- განაცხადა თამარ მეტრეველმა, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.

კრისტი კენტერბერი ღვინის დიდოსტატია, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ტიტულის მქონე მეშვიდე ქალია. ჟურნალისტობასა და სპიკერობასთან ერთად, იგი კრიტიკოსიცაა. მისი ნაწერები Decanter-ში, Wine Enthusiast-ში, Wine-Searcher-ში, TimAtkin.com-ში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბევრ სხვა გამოცემაშია გამოქვეყნებული. იგი არაერთ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე ყოფილა წარდგენილი, ასევე რამდენიმე ისეთი წიგნის რედაქტორია, რომელიც ღვინოსა და კულინარიას ეხება. კენტერბერი არაერთ ღვინის კონკურსზე მიუწვევიათ, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სარესტორნო ქსელისა თუ მეღვინეობის კონსულტანტად.

ამ სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ამერიკული პრესისა და მომხმარებლისთვის ისეთი ქართული ტრადიციული ჯიშებიც გაცნობაა, როგორიც მაგ. საფერავია.

„საფერავი ქართული წარმოშობის უძველესი ჯიშია. თუმცა, რქაწითლის მსგავსად, სხვა ადგილებშიც კარგად ხარობს. საფერავი თავისი ფერით, თამამი არომატით, მკვეთრი მჟავიანობითა და მყარი ტანინებით გამოირჩევა. ეს დაძველებისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა. საფერავისგან მშრალ, ნახევრად ტკბილ და შემაგრებულ ღვინოებს აყენებენ, მათი დაძველება როგორც ქვევრში, ისე კასრშია შესაძლებელი.“ - აღნიშნავს კენტერბერი.

ნიუ-იორკის Finger Lakes-ის რეგიონში საფერავი არაერთ მეღვინეს აქვს გაშენებული. ამერიკელი მომხმარებელი საფერავისადმი დიდი ინტერესითაა განწყობილი, რასაც 14 მაისს ნიუ იორკის შტატში გამართული პირველი ყოველწლიური საფერავის ფესტივალიც მოწმობს. ფესტივალი ადგილობრივი ქართული ჯიშების მწარმოებლებს აერთიანებს და სტუმრებს ავთენტურ ქართულ სამზარეულოსაც სთავაზობს. ასევე, მის ფარგლებში, საგანმანათლებლო სემინარებიც ჩატარდა.

Saperica-ს თანადამფუძნებელი და ღონისძიების ორგანიზატორი ლაშა ცატავა აღნიშნავს: „როდესაც ხალხს საფერავის ისტორიასა და ქართულ კულტურასთან მის კავშირზე ვუყვებოდი, ვხედავდი რამხელა ინტერესს იწვევდა. ჩვენ კი გვსურს ეს გრძნობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ.“  

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ლიზა გრანიკი არ იყო? გაუშვეს?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.