Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო Vinitaly-ის ღვინის გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებს

Vinitaly ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წამყვანი სავაჭრო გამოფენაა, რომელიც წელს 14-17 აპრილს ვერონაში გაიმართება. Verona Fiera-ს სივრცე დაერთმობა იტალიელ და უცხოელ მეღვინეებს, ღვინის პროფესიონალებს, ენთუზიასტებსა და ბაიარებს 4 დღის განმავლობაში, სადაც ღვინის ბაზრობაზე 30 ქვეყნიდან დაახლოებით 4400 კომპანია გამოფენს საკუთარ ღვინოს. მათ კი 93000-ზე მეტი ღვინის ბიზნესის წარმომადგენელი შეუერთდება 140-ზე მეტი ქვეყნიდან.

Vinitaly-ის მონაწილეები აღმოაჩენენ ღვინის საერთაშორისო ბაზრის უახლეს “ტენდენციებს”, დაუკავშირდებიან არსებულ და პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებს, თავიანთ ღვინოს ღვინის მოყვარულებს გააცნობენ. როგორც მათ გვერდზე ვკითხულობთ, დაგეგმილია ძალიან ბევრი დეგუსტაცია და სემინარი, მათ შორის საინტერესო ღონისძიებები, Angelo Betti Award და wine2wine Business ფორუმი.

Vinitaly 2024-ზე კონკრეტული საკითხები იქნება ხაზგასმული, მათ შორის წელს უპირველესია Bio მიმართულება და ორგანული ღვინოები ყველა რეგიონიდან. მიქსოლოგიაში ჩატარდება მასტერკლასები და “ვორქშოპები”, რომლებიც მიეძღვნება ღვინოზე დაფუძნებულ კოქტეილებს. Micro Mega Wines კი უნიკალურ ღვინოებს გამოავლენს, რომლებიც წარმოებულია მცირე რაოდენობით იტალიური და საერთაშორისო მწარმოებლების მიერ, ანუ წლევანდელ ღონისძიებაზე მცირე მარნების ღვინოებზეც იქნება ხაზგასმა.

Vinitaly ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან B2B პლატფორმებს შორისაა. ყოველწლიურ სავაჭრო ბაზრობაზე 4000-ზე მეტი კომპანია და ღვინის სექტორის დაახლოებით 93000 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას 140-ზე მეტი ქვეყნიდან. Vinitaly ორ სხვა საერთაშორისო ღონისძიებასთან ერთად იმართება. მათ შორისაა Enolitech, ეძღვნება ტექნოლოგიასა და ინოვაციებს, რომლებიც ემსახურება ღვინისა და ლუდის წარმოებას. Sol&Agrifood კი საკვების, ხელნაკეთი ლუდისა და ზეითუნის ზეთის გამოფენაა.

გამოფენაზე მონაწილეობას იღებს 20 ქართული ღვინის კომპანია და მცირე მარანი, მათი სია კი ასე გამოიყურება:

ანდრიას ღვინო”

”ბრუალე”

მარანი “კასრელი”

”დორემი”

Gavazi Estate

გიორგი ბაბუნიძე

K’Home Winery

Khashmi Hills

King’s Wine

”ლაგვინარი”

”მელიტონი”

”ნიკალას მარანი”

”პატარიძის რაჭული”

”მეღვინეობა პი”

”რობის მარანი”

”სანათა ციცუაშვილის მარანი”

”უწყინარი”

ვარდისუბანი”

”ვაჟა გეთიაშვილის ღვინის მარანი”

”მეღვინეობა რტონი”

© ღვინის კლუბი/vinoge.com



რომელ კომპანიასაც არ იცნობთ არ წერთ?? :))))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული