Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინაში საომარი მოქმედებები ყოფილ შვეიცარიულ კოლონია შაბოს უახლოვდება

200 წლის წინ უკრაინაში შვეიცარიელებმა კოლონია შაბო დააარსეს. მართალია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათი კვალის პოვნაც ძალიან რთული იყო, თუმცა შვეიცარიული ღვინის კულტურა შაბოს ვენახებში განაგრძობს არსებობას.

სამხრეთ უკრაინაში რუსეთი დონბასის რეგიონს ყირიმიდან მარიუპოლის სანაპიროთი უკავშირდება. ახლანდელი საომარი მოქმედებების ერთ-ერთი სამიზნე რუსეთისთვის ოდესაა, რათა უკრაინას ზღვასთან კავშირი შეუზღუდონ. ეს უკრაინულ ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად დააზარალებს.

© Andrew Naidek

ამ დაძაბულ რეგიონში, ოდესიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 70 კილომეტრში შვეიცარიის ყოფილი კოლონია შაბო მდებარეობს, რომელიც 1822 წელს იქიდან ჩამოსულმა ემიგრანტებმა დააარსეს. ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური გაჭირვებისთვის თავის დაღწევა იყო. შავი ზღვის სანაპიროზე კი რუსეთის იმპერატორის მიწვევით ჩავიდნენ, რომელიც ეკონომიკურ და სოციალურ პრივილეგიებს ჰპირდებოდა.

შაბოში დასახლებული შვეიცარიელების უმეტესობა ფრანგულად მოსაუბრე მევენახეები იყვნენ, ვოს (Vaud) რეგიონიდან. 2000 კილომეტრზე მეტი ცხენებით გამოიარეს და ბოლოს ოდესის მახლობლად დაბინავდნენ. ისინი დაახლოებით 30-ნი იყვნენ და სამი თვის მანძილზე მოგზაურობდნენ.

ახალი ცხოვრების დასაწყისი მარტივი არ ყოფილა - პირველ წლებში მოსავალი სრულად გაუფუჭდათ, კოლონიაში კი ეპიდემია დაიწყო. თუმცა, რამდენიმე მძიმე წლის შემდეგ, შაბო იმდენად განვითარდა, რომ შავი ზღვის სანაპიროს ყველაზე ნაყოფიერ მევენახეობად იქცა.

შვეიცარიელებისთვის მინიჭებული პრივილეგიები 1870-იან წლებში დასრულდა. 1940 წლისთვის შაბოს უკვე 900 მოსახლე ჰყავდა. სოფელი ძალიან წარმატებული  და მრავალმხრივ განვითარებული იყო, აქ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებსაც შეხვდებოდით. 

 

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, შვეიცარიულ კოლონიაში შაბოს დიალექტი გაჩნდა, რომელიც სრულიად სხვადასხვა ოჯახის ენებს აერთიანებდა. თანამედროვე შაბოს ტერიტორიაზე შვეიცარიელი კოლონისტების კვალს მხოლოდ მცირედ თუ შევხვდებით, ქუჩების სახელებსა და მემორიალურ დაფებზე. ხოლო ის ადამიანები, ვინც შაბოს „ოქროს ხანას“ მოესწრო, ძალიან ცოტანი დარჩნენ.

იმის მიუხედავად, რომ რეგიონში თითქმის ყველაფერი შეიცვალა და შვეიცარიელი მოსახლეობა ისტორიის ნაწილად იქცა, მათ მიერ ჩამოტანილი ღვინის კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე არსებობას განაგრძობს. 2003 წელს ქართველმა ბიზნესმენმა ინვესტიცია ჩადო იქაურ მეღვინეობაში და თანამედროვე ღვინის საწარმო შექმნა. 2009 წელს კი უკრაინის პირველი ღვინის კულტურის ცენტრი სწორედ შაბოში გაიხსნა.

© Elena Simonato

იმ დროისთვის, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა (თებერვალი, 2022), შაბოდან ღვინო ექსპორტზე 18 ქვეყანაში გადიოდა.

შაბოს დაარსებიდან ზუსტად ორასი წელი გავიდა. ამიტომაც წელს, როგორც საიუბილეო თარიღზე, ღონისძიებებიც იყო დაგეგმილი. თუმცა, რუსულმა აგრესიამ ყველანაირი გეგმა შეცვალა, იმედია, რომ შაბოს მეღვინეობა ამის შემდეგაც განაგრძობს არსებობას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული