ცქრიალა ღვინის ფესტივალი წელს უკვე მესამედ, მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“ ჩატარდა. როგორც ყოველთვის, წელსაც არაერთი სტუმარი ეწვია ფესტივალს, მათ შორის იყვნენ მეღვინეები, ცქრიალა ღვინის მოყვარულები, ენთუზიასტები, ღვინის ექსპორტიორები და ა.შ.
ცქრიალა ღვინის ფესტივალი 2025 მხოლოდ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლური დღე არც ამჯერად აღმოჩნდა და ის ერთგვარ ემოციურ დღიურად თუ კადრებაც იქცა, რომელიც თითოეული იქ მოსული ადამიანის გონებაში დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ეს იყო განცდების, ღიმილის, მოულოდნელი თუ მოსალოდნელი შეხვედრების დღე, რომელიც ფოტოფირზე ჩაიწერა.
ფოტოჟურნალისტიკისა და დოკუმენტური ვიზუალიზაციის კონტექსტში, ფოტოამბავი წარმოადგენს მოვლენათა ქრონიკულ თხრობას, რომელიც ვიზუალური დისციპლინის მეშვეობით ცდილობს რეალობის ინტერპრეტაციას. ცქრიალა ღვინის ფესტივალის შემთხვევაში, ფოტოამბავი არათუ ღონისძიების აღწერას, არამედ მის ემოციურ დინამიკას და სოციალური ურთიერთქმედების დონის წარმოჩენასაც ემსახურება.
ცქრიალა ღვინის ფესტივალის გახსნა და გიორგი ბარისაშვილის ვიქტორინა
ცქრიალა ღვინის ესთეტიკა და მონაწილე მეღვინეები
ცქრიალა ღვინის თანმხლები მელოდია
ცქრიალა ღვინის მეგობრები
ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარი
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი