Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფხვიერი ნამცხვარი ნიგვზით

საჭირო მასალა: 250 გ დარბილებული კარაქი, 150 გ ყავისფერი შაქარი, 2 კვერცხი, 1 ს.კ. ფორთოხლის ცედრა, 0,5 ს.კ. ლიმონის ცედრა, 250 გ ფქვილი, 50 გ სახამებელი, 150 გ დაფქული ნიგოზი, 1 ს.კ. გამაფხვიერებელი, 1 ჩ.კ. ილი, 50 გ ნიგვზის ლებნები.

მომზადება: შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა. ფქვილში ავურიოთ სახამებელი, დაფქული ნიგოზი, ილი და გამაფხვიერებელი. ნახევარი ფქვილის ნარევი ათქვეფილ მასას შევურიოთ, დანარჩენი კი ხელით შევაზილოთ. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და ერთი საათით მაცივარში შევდოთ. ღუმელი 180 გრადუსზე გავაცხელოთ. ცომისგან კაკლისოდენა ბურთულები გავაკეთოთ, ხელით დავაბრტყელოთ, ზედ დავადოთ თითო ნიგვზის ლებანი, ქაღალდჩაფენილ ფორმაში მოვათავსოთYდა 10-12 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ. ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ შაქრის პუდრი ან მოვასხათ 2 ს.კ. რომისა და 50 გ შაქრის პუდრის ნარევი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული