Home
ქართული | English
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალტა — ღვინის ახალი სამყარო

ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის 2025 წლის თებერვლის ნომერში დაიბეჭდა სტატია სალტას რეგიონისა და მეღვინეობის შესახებ. სალტა არგენტინის ახალი ღვინის რეგიონია. მდებარეობა და ძალიან მაღალზე გაშენებული ვენახები მას ქვეყნის ყველაზე ექსტრემალურ რეგიონად აქცევს.

არგენტინას მევენახეობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ღვინოს აქ 1500-იანი წლებიდან თავდაპირველად ესპანელი მისიონერები ამზადებდნენ. ბოლო დრომდე არგენტინული ღვინოები იყო მხოლოდ შიდა წარმოებისთვის, ძირითადად კი მაღალმოსავლიანი ჯიშებს იყენებდნენ: Criolla Grande და  Cereza.  

სალტას ღვინოების აღმოჩენა არგენტინის შორეულ, მაგრამ გამორჩეულ რეგიონში მოგზაურობას ნიშნავს, სადაც ბუნების სიმკაცრე და მეღვინეთა სიბრძნე ერთიანდება და შედეგად გამორჩეულ ღვინოებს ვიღებთ.

ანდების ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე გაშენებული ვენახები ზღვის დონიდან 1,530-3,111 მეტრ  სიმაღლეზე მდებარეობს, რაც ამ ადგილს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ღვინის რეგიონად აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ სალტა ქვეყნის ღვინის წარმოების მხოლოდ 1.75%-ს შეადგენს, მისი ღვინოები საერთაშორისო ბაზარზე არგენტინის სავიზიტო ბარათად იქცა, ეს წარმატება კი ისტორიისა და ინოვაციის უნიკალური სინთეზის შედეგია.

კალჩაკის ხეობები

სალტას მეღვინეობის გული კალჩაკის ხეობებია, რომელიც  კვეთს კატამარკის, ტუკუმანის და სალტის პროვინციებს. აქ არსებული მინერალებით მდიდარი ნიადაგები, მზიანი დღეები, და დღე-ღამის ტემპერატურის დიდი სხვაობა ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც იდეალურია რთული, კონცენტრირებული ღვინოების დასაყენებლად.

ღვინის განსაკუთრებული სტრუქტურა და არომატი დიდწილად განპირობებულია სიმაღლით —აქ ყურძენს უვითარდება სქელი კანი, ხოლო სიცივით გაჯერებული ღამეები უნარჩუნებს მჟავიანობას. შედეგად, ვიღებთ ძალიან არომატულ, ფერად ღვინოებს, რომელთა ხანგრძლივად დაძველებაა შესაძლებელი.

კლარა ისასმენდი: სახლში დაბრუნება

მას შემდეგ, რაც აქაური მეღვინეები საერთაშორისო დონის გამოცდილებას იძენენ, სახლში ბრუნდებიან და ახალი ხედვებითა და მიზნებით იწყებენ მუშაობას. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კლარა ისასმენდიმეორე თაობის მეღვინე, რომელმაც ლონდონში განათლება მიიღო,  WSET დიპლომით დაბრუნდა  და საერთაშორისო ბაზარზე თავისი ოჯახის ღვინოები გაავრცელა.

2022 წელს კლარა სალტაში დაბრუნების შემდეგ თავის საოჯახო მარანს ხელმძღვანელობს, მისი მიზანია,  რეგიონში საუკუნოვანი ვენახები გააცოცხლოს და შექმნას მაღალი ხარისხის, ხელით დაყენებული ღვინოები ისეთ ადგილებში, როგორიცაა კაჩი, პაიოგასტა, სეკლანტასი და მოლინოსი.

პუგას ოჯახი

სალტას მეღვინეობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა პაკო პუგა – კონსულტანტი და El Porvenir de Cafayate-ის მთავარი მეღვინე, რომელიც ასევე მუშაობს საკუთარ პროექტზე თავის ქალიშვილთან,  ენოლოგიის 24 წლის სტუდენტთან, ვალენტინა პუგასთან ერთად.

პუგას ოჯახის პირველი ღვინო იყო L’amitié –  ეს ფრანგული სიტყვაა, რომელიც ნიშნავს "მეგობრობას". ეს სახელი არჩეული იქნა როგორც სალტასა და გლობალურ მეღვინეობას შორის კავშირის სიმბოლო, მაგრამ ამავდროულად მოიაზრებს მადლიერებას  იმ ხეობისადმი, სადაც ოჯახმა წლები გაატარა. მათი ღვინის ბოთლის დიზაინი კი ბურგუნდიაში სწავლის პერიოდში შეძენილი სტილითა და ხედვებითაა შექმნილი.  

ტერუარის მრავალფეროვნება და მევენახეობის ახალი ტალღა

სალტას ვენახები არა მხოლოდ კაფაიატეშია, სადაც კონცენტრირებულია რეგიონული წარმოების 80%, არამედ უფრო მაღლა, მოლინოსში, კოლომესა და კაჩიში, სადაც მცირე, დამოუკიდებელი მეღვინეები მუშაობენ ექსტრემალურ პირობებში, რათა შექმნან უნიკალური, Terroir-ის ღვინოები.

გარდა მალბეკისა, რომელიც სალტას ფლაგმანად რჩება, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მრავალფეროვან ჯიშებს: Criolla Chica, Grenache, Tannat, Petit Verdot – ყველა ეს ჯიში ამ მაღალმთიან კლიმატურ პირობებში ახალ ხმას პოულობს.

თეთრ ღვინოებს შორის ლიდერობას კვლავ Torrontés Riojano ინარჩუნებს, რომელიც თავისი ცოცხალი არომატებითა და მჟავიანობით სალტას ტრადიციულ სამზარეულოს იდეალურად ერწყმის.

მიუხედავად იმისა, რომ სალტა პატარა რეგიონია, მისი მეღვინეობა ძალიან სწრაფად ვითარდება და საერთაშორისო ასპარეზზე უფრო და უფრო აქტიურად ჩნდება.  ყოველწლიურად აქ ახალი თაობის მეღვინეებს ვხედავთ, რომლებიც ცდილობენ ღვინოში გამოხატონ საკუთარი ხედვა, ამ რეგიონის პოტენციალი და ამავდროულად, დარჩნენ  იმ მემკვიდრეობის ერთგულნი, რომელმაც სალტას ღვინის რუკაზე საპატიო ადგილი დაუმკვიდრა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული