Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შვეიცარიელთა გემოვნება

შვეიცარიელთა მიერ მოხმარებული ღვინის რაოდენობა, უკანასკნელი წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, არ შეცვლილა. თუ 1989 წელს ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება სულზე საშუალოდ 11 ლიტრს შეადგენდა, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 8.5 ლიტრამდე დაეცა. თითოეული შვეიცარიელი წელიწადში, საშუალოდ, დაახლოებით 40 ბოთლ ღვინოს სვამს. ამასთან, ბაზარი პრემიალური კლასის ალკოჰოლზეა ორიენტირებული. შვეიცარიაში ძირითადად უცხოური ღვინოები დომინირებს, სამამულო წარმოების ღვინოებს ბაზრის მხოლოდ 37% უჭირავს, ყველაზე მნიშვნელოვან მომწოდებლებად კი იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი ითვლებიან. შვეიცარიის სოფლის მეურნეობის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს წითელი ღვინის იმპორტი შემცირდა, თეთრისა კი გაიზარდა. ალპური კლიმატის მიუხედავად, ქვეყანაში ძირითადად წითელი ჯიშის ყურძნის ღვინოები (58%) იწარმოება. განსაკუთრებით გავრცელებულია პინო ნუარი, შასლა და გამე. ბოლო დროს შესამჩნევად გაიზარდა მერლოს, გამარესა და შარდონეს ვენახების ფართობებიც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული