Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ისპანახის ღვეზელი (კვიპროსულად)

ცომი:
2,5 ჩ/ჭ ფქვილი
ნახევარი ჭიქა სპეციალური საკონდიტრო ცხიმი (vegetable shortening)
1 ჩ/ჭ მაწონი
1 კვერცხი

ამ ყველაფერს ერთად მოვზელთ (შეიძლება ცოტა ფქვილის დამატება დაჭირდეს) და გავყოფთ ორ ნაწილად.

შიგთავსი:
4 დიდი კონა ისპანახი
1 კონა მწვანე ხახვი
ცოტა კამა, პიტნა
1 ჩ/ჭ ყველი ჰალუმი (Halloumi)
250 გ ფეტა
300 გ ყველი ანარი (Anari)
4 კვერცხი
1/4 ჩ/ჭ ზეთი
ერთი კვერცხის ცილა ზემოდან წასასმელას

მომზადება:

ცოტათი მოვშუშავთ ხახვს მოხარშულ, გაწურულ ისპანახთან ერთად. გადმოვდგამთ ცეცლხიდან, დავამატებთ კამას, პიტნას. შემგედ ჩავაფშვნით ყველს. დავამატებთ კვერცხს და ავურევთ ერთმანეთში. მარილი ცოტა სჭირდება, რადგან ფეტა და ჰალუმი საკმაოდ მარილიანია. გავაბრტყელებთ ორ ფენას, მოვათავსებთ შიგთავსს, დავფარავთ მეორე ფენით. ზემოდან გადავუსვამთ ცილას, 1 კოვზ წყალთან ერთად გახსნილს. გამოვაცხობთ 40-50 წუთის განმავლობაში 160 გრადუსზე.
© mariaa

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული