Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩრდილოური წვნიანი

საჭირო მასალა: 300 გ საქონლის ძვლები, 500 გ დეკეულის რბილი ხორცი, 4-5 ცალი კარტოფილი, 3 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 80 გ კარაქი, 0,5 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, 0,5 ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილის მარცვლები – გემოვნებით.

მომზადება: ძვლებს დავასხათ წყალი და ვხარშოთ, მოვხადოთ ქაფი და განვაგრძოთ ხარშვა. ხორცი დავჭრათ 1,5 სმ სისქის ნაჭრებად, გადავანაწილოთ პატარა ქოთნებში, პირამდე გავავსოთ გადაწურული ძვლების ბულიონით და 25-30 წუთით შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. სანამ ხორცი მზადდება, ნახევარწრეებად დავჭრათ ხახვი, წვრილად დავჭრათ სტაფილო და კარაქში მოვშუშოთ. როდესაც ხორცი მზად იქნება, დავუმატოთ მოშუშული ბოსტნეული და პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი. ქოთნები 15 წუთით კვლავ ღუმელში დავაბრუნოთ. შემდეგ ჩავუმატოთ პილპილის მარცვლები, რეჰანი, ოხრახუში და მარილი. კერძი ღუმელში კიდევ 10 წუთით დავტოვოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული