Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ნატურალური ცქრიალა ღვინო საუკეთესო ათეულში

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ ესკვაირმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დასახელებულია 10 საუკეთესო Pét-Nat (ნატურალური ცქრიალა ღვინოები), რომელთა ფასი 40$ მდეა.  

Pét-Nat, რომელიც შემოკლებით Pétillant naturel, méthode ancestrale, ან სოფლის მეთოდს ნიშნავს,  ცქრიალა ღვინის დაყენების უძველესი რეცეპტია და როგორც სახელოვანი ღვინის მაგისტრი, იზაბელ ლეჟერონი ამბობს, “ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რამაა, რაც ნატურალური ღვინის სამყაროში არსებობს“.

ღვინის მწერალი თორ აივერსონი (Thor Iverson) ფილადელფიაში მოღვაწეობს, ქალაქში, რომელიც სავსეა ნატურალური ღვინის ბარებით. ის ასეთ შედარებას აკეთებს: თუ ჩავთვლით რომ შამპანური Rolex-ია, Pét-Nat Swatch-ი იქნება. ნატურალური ცქრიალა Pét-Nat-ები - თეთრი, ვარდისფერი, ქარვისფერი თუ  წითელი - მრავალფეროვანი შეფუთვით შეგხვდებათ. ღვინოების ეტიკეტებიც თამამი, კრეატიული და არტისტულია. ცქრიალა ღვინოების უმრავლესობას არ აქვს საცობი, ხშირად ლუდის მსგავს თავსახურს ანიჭებენ უპირატესობას.

ესკვაიარის სტატიაში 10 საუკეთესო ფრანგულ, ამერიკულ, იტალიურ, ესპანურ, ავსტრალიურ, ესპანურ, სლოვენიურ, სამხრეთ აფრიკულ ნატურალურ ცქრიალა ღვინოებთან ერთად დასახელებულია ქართული - ოქროს ღვინო 2015 OKRO’S WINES MTSVANE PET-NAT.

10 საუკეთესო Pét-Nat (ნატურალური ცქრიალა ღვინოები), რომელთა ფასი 40$ მდეა:

NV LA COULĔE D’AMBROSIA ORIONIDES PĔT-NAT, Loire, France; 12.5%, $28

2015 LISE ET BERTRAND JOUSSET VIN DE FRANC ĔXILĔ BRUT ROSĔ, Loire, France 11.5%, $20

2016 LA GARAGISTA FARM + WINERY CI CONFONDE ROSĔ, Barnard, Vermont; 11%, $25

2015 CA’DEI ZAGO COL FONDO PROSECCO, Veneto, Italy, 11%, $27

2015 OLD WESTMINSTER WINERY ALBARIŇO PĔT-NAT, Westminster, Maryland; $35

2015 OKRO’S WINES MTSVANE PĔT -NAT, Kakheti, Republic of Georgia $27

2015 JAUMA CHENIN BLANC PĔT-NAT, McLaren Vale, Australia; 10.5% $28

2015 ALBA VITICULTORES LAS ALEGRĬAS ANCESTRAL PALOMINO FINO, Andalucia, Spain, 11.5%, $25

2015 ŠTOKA TERANOVA PENECE, Kras, Slovenia, 11.7%, $25

2015 TESTALONGA EL BANDITO I WISH I WAS A NINJA -NA PĔT-NAT, Swartland, South Africa, $38

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული