საქართველოსა და ქართულ ღვინოებზე Pennlive წერს. საქართველოს ზოგად მიმოხილვასა და მის აღწერასთან ერთად სტატიაში ვკითხულობთ ქვევრზეც, უნიკალურ ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე, ასევე საუბარია რქაწითელსა და საფერავზეც, როგორც ორ წამყვან ყურძნის ჯიშზე საქართველოში. გარდა ამისა, ავტორი თავის მკითხველს სთავაზობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ლევან მუხუზლასთან ინტერვიუს.
ვკითხულობთ, რომ ღვინის წარმოებამ გასულ წერს 280 000 ტონა შეადგინა, წელიწადში კი დაახლოებით 200-250 მლნ. ლიტრი იწურება, მათი დიდი ნაწილი ექსპორტირებულია, ნაწილი კი ადგილობრივი მოხმარებისაა. საქართველოში რეგისტრირებულია 1000-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი. მათი უმრავლესობა პატარა მარანია.ზოგი კი დიდი კომპანიაა, რომელიც მილიონობით ლიტრ ღვინოს აყენებს ყოველწლიურად. ესენია “თბილღვინო”, “თელავის ღვინის მარანი”, “თელიანი ველი”, “დუგლაძის მარანი” და ა.შ.
როგორც უკვე ვახსენეთ, სტატიაში საუბარია საფერავსა და რქაწითელზეც, როგორც ორ გამორჩეულად პოპულარულ ვაზის ჯიშზე ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქარვისფერ ღვინოებზე და მათი დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიაზე ქვევრში.
გარდა ამისა, ვეცნობით American Association of Wine Economics-ის მონაცემებსაც, რომლებიც მკითხველს, როგორც ლევან მუხუზლა აღნიშნავს, ზოგად წარმოდგენას შეუქმნის ქართული ღვინის საცალო ფასის შესახებ. როგორც ჩანს, განსაკუთრებულად მაღალი ფასი ფრანგულ ღვინოებს აქვს, საცალო ფასი 7 ევრომდეა, ამის შემდეგ მოდის ახალ ზელანდიური, ამერიკული და ავსტრიული ღვინოები, საქართველო კი მეხუთე ადგილზეა და ერთი ბოთლის ფასი დაახლოებით 3,5 ევროს შეადგენს. აქვე აღვნიშნავთ ყველაზე ძვირიან ღვინოებს Wine Searcher-ზეც. საიტზე ყველაზე ძვირადღირებული Koncho & Co.-ის წითელი მშრალი ღვინოა განსაკუთრებული მარაგიდან, ასევე ციცქა, "ბაიას ღვინო", მათ შორისაა "თელავის ღვინის მარნის" "სატრაპეზოც".
სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ძირითადად ოჯახური მარნებია პოპულარული, თუმცა მეხუზლა ღვინის კორპორატიული ბიზნესის მაგალითებზე საუბრობს და აღნიშნავს მულტინაციონალურ კომპანია Pernod-Ricard-საც, რომელმაც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული ღვინის განვითარებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 24-28 აგვისტომდე თბილისში უმასპინძლებს AAWE-ს (American Association of Wine Economics) კონფერენციას. სტატიას კი შეგიძლიათ Pennlive-ის გვერდზე გაეცნოთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი