Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

ბოზბაში

საჭირო მასალა: 1 კგ ცხვრის ხორცი, 250 გ მუხუდო, 6-8 ცალი კარტოფილი, 2 მოზრდილი თავი ხახვი, 80-90 გ ერბო, 1-2 ჩ.კ. ფქვილი, 4-5 პამიდორი ან 1-2 ს.კ. ტომატპასტა, 200-300 გ ხილი – ალუჩის ჩირი, მჟავე ვაშლი, ჭერმის ჩირი და კომში, 1 საშუალო კონა მწვანილი – ქინძი, ტარხუნა, რეჰანი, ოხრახუში. მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: წინა დღით წყალში ჩავალბოთ მუხუდო და რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი. მეორე დღეს დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, ქაფის მოხდით, დარბილებამდე, შემდეგ გავუწყოთ მარილი. ხორცი ნახევრად მოვხარშოთ, ამოვიღოთ ბულიონიდან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ცალკე ქვაბში მოვათავსოთ ერთი ცალი დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ ერბოში. ჩავუმატოთ ხორცის ნაჭრები, ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა, ვიდრე ხორცი არ მომზადდება. დავასხათ გადაწურული ბულიონი, დავუმატოთ კარტოფილი, მუხუდო თავის წყლიანად და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ. მეორე ხახვი დავჭრათ და ერბოში მოვშუშოთ, დავუმატოთ კანგაცლილი და დაჭყლეტილი პამიდორი ან 1 ჭიქა ბულიონში გახსნილი ტომატპასტა და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩავამატოთ წვნიანს თბილ წყალში დამბალ ჩირსა და ხილთან ერთად. როცა მომზადდება, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და წამოვადუღოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend



იცით რა მაინტერისეებს,თქვენი შეფი ვინ არის?.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.