Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩიკვილაძეების მარანი - მცირე მარნების ანთოლოგია (109)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩიკვილაძეების მარანი მდებარეობს ახმეტის რაიონში, ჩაბინაანში. პანდემიამდე ვცხოვრობდით თბილისში, სწორედ ამ პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება დავბრუნებოდით მამაპაპისეულ სახლს და გაგვეგრძელებინა ღვინის დაყენების ის ტრადიცია, რაც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა. თუმცა პროფესიულად ამ საქმის წარმოება შთაგვაგონა პატარა ბიჭმა დამიანემ, რომლის დაბადებას უკავშირდება მარნის აშენება და ღვინის ბოთლებში ჩამოსხმაც იმ წლიდან დავიწყეთ. დამიანე მესამე ბიჭია ჩვენს ოჯახში, რომელიც ამაყად გააგრძელებს 8000 წლიან ისტორიას. შევიძინეთ 100 წლოვანი ქვევრები, ჯამში 10ტონის მოცულობის და პირველმა მოსავალმა გასულ წელს ოქროს მედალი დაიმსახურა საერთაშორისო კონკურსზე. რამაც კიდევ მეტი მოტივაცია მოგვცა უფრო მეტი შემართებით ვაკეთოთ ეს საქმე. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ამჯამად გვაქვს რქაწითელი, საფერავი და ქისი. ჩვენთვის განსაკუთრებული ტრადიციაა რთველი. ერთი დღე ყოველთვის განკუთვნილი გვაქვს მეგობრებისთვის და გვაქვს დიდი მხიარულება, დღესასწაულია ეს დღე თავისი კახური ტრადიციული სუფრით. როდესაც რთველი დასრულდება, გვაქვს ასეთი რიტუალი, ვინც ყველაზე პუტკუნა და დიდი ადამიანია აარჩევენ მას და მოულოდნელად მიწაზე გააგორებენ, რომ მომავალ წელს ვენახმა დაისხას დიდი მტევნები და კარგი მოსავალი მივიღოთ.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

ვაწარმოებთ რქაწითელს, საფერავს და ქისს, ჩვენი ღვინო დამზადებულია ასწლოვან ქვევრებში, რაც ღვინოს სასიამოვნო და გამორჩეულ არომატს სძენს.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- საყვარელი პროცესია რთველი და საინტერესო არის ქვევრში ღვინის დუღილის პროცესი, ყოველ დღე საკუთალით ხედავ როგორ ჩუხჩუხებს ქვევრში ეს საოცარი სითხე. რასაც დაუღალავად ვაკეთებ, ეს არის ეტიკეტირება ბოთლების , როცა უკვე მზა პროდუქტს ხედავ, შენს ნაშრომს, სიამაყით ივსები.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა

პირველი ბოთლი რაც გავყიდეთ ეს იყო ფესტივალზე.
გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
უცხოეთის ბაზარზე ჯერ არ ვართ, თუმცა სურვილი და გეგმები დიდია.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- სირთულეები იყო იმ მხრივ, რომ პირველად ვაკეთებდით ამ საქმეს, არ გვქონდა გამოცდილება. ბევრი დრო დაგვჭირდა და რთული გზა გამოვიარეთ აქამდე რომ მოვსულიყავით, თუმცა დღეს ვარ ამაყი რომ მოკლე დროში შევძელით ფეხზე დადგომა და დღეს ჩვენი პროდუქცია დევს 8000 მოსავლის თაროზე
რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად საჭიროა კარგი ქვევრი, ამ შემთხვევაში რადგან ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ. და რა თქმა უნდა მაღალი ხარისხის ყურძენი.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის

ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება კადასტრის საკითხის მოწესრიგება. მევენახემ უნდა იცოდეს რომ ხარისხიან წამალს შეიძენს და განსაძღვრავს როგორი ხარისხის ყურძენს და რამდენს აწარმოებს. ასევე ყურძენის შეძენის შემთხვევაში  იცის მეღვინემ როგორ ყურძენს ყიდულობს. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- დამწყებ მეღვინეებს ვურჩევ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ღვინის კეთების პროცესს, თავად შეისწავლონ ეს საქმე და არასოდეს გაჩერდნენ, წინაღობების მიუხედავად გააგრძელონ დაწყებული საქმე ბოლომდე.

მარნის მისამართი: ახმეტა, სოფელი ჩაბინაანი

ტელეფონი:551 005414

ელფოსტა: teko31teko@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  damiane wine/ღვინო დამიანე

© ღვინის კლუბი/vinoge.com



გავიზრდები და თქვენს ღვინოს მეც გავსინჯავ!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული