Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს რჩეული ღვინის რეგიონები და მარნები Wine Tourism-ის მიხედვით

Wine Tourism-ის ვებ.გვერდი ყველაზე დიდი შვედური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შექმნილია ღვინის ტურებისა და დეგუსტაციების დასაგეგმად მთელს მსოფლიოში. ამ სტატიაში კი მკითხველს ქართულ ღვინის რეგიონებსა და ღვინოებს ურჩევენ, ავტორი საუბრობს ასევე ქვევრის ტექნოლოგიასა და გასტრონომიაზე. 

პირველი რეგიონი, რომელზეც ვკითხულობთ, არის კახეთი, სადაც საქართველოს ვენახების დაახლოებით სამი მეოთხედია გაშენებული, აქ შეხვდებით რქაწითელს, კახურ მწვანეს, საფერავსა და სხვა ვაზის ჯიშებს: “საფერავი ყველაზე გავრცელებული ჯიშია, რომელიც ძალია ღრმა წითელი ფერის ღვინოებს იძლევა, შესაბამისად დაძველების მაღალ პოტენციალსა და სასიამოვო სხეულიან ჰარმონიულ ღვინოს. ქვევრში დავარგებული ღვინოები ტანინების უფრო მაღალი შემცველობით გამოირჩევა, წითლის შემთხვევაში მუქ ლალისფერს, ხოლო თეთრის შემთხვევაში მას ქარვისფრად აქცევს.” - წერს ავტორი და მკითხველს წინანდალს, მუკუზანსა და ქინძმარაულს ურჩევს: “აუცილებლად მიირთვით წინანდალი, თეთრი მშრალი ღვინო, 85% რქაწითელისა და 15% კახური მწვანეს ბლენდი, ასევე მუკუზანი, რომელიც ძალიან სხეულიანი და სასიამოვნო წითელი ღვინოა, ასევე ქინძმარაული, საფერავისგან დამზადებული ნახევრადტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც სასიამოვნო სიტკბო და ხილის ტონები აქვს”. - წერს ავტორი.

ქართლის რეგიონში კი კლასიკური ევროპული სტილის ღვინოებსა და ცქრიალებს ურჩევენ. ქართლი სამ ქვეზონადაა დაყოფილი, ავტორი კი აღნიშნავს, რომ კახეთთან შედარებით ეს რეგიონი თავისი მაღალი ხარისხის კლასიკური ევროპული სტილისა და ცქრიალა ღვინოებითაა ცნობილი: “რეგიონი გამორჩეულია ატენურით, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიაზე, რომელიც შუა საუკუნეებიდან ცნობილია. ატენური თეთრი ღვინოა, ჩინურისა და გორული მწვანე ვაზის ჯიშებისგან დამზადებული. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა - ჩინური, შავკაპიტო, თავკვერი და გორიული მწვანე. აქ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ასევე ცნობილი საერთაშორისო ვაზის ჯიშების ღვინოები, როგორიცაა შარდონე, სოვინიონ ბლანი, პინო ნუარი და ა.შ”. 

შემდეგია იმერეთის რეგიონი. ავტორი წერს, რომ იმერეთი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ღვინის რეგიონია კლიმატითა და ნიადაგით, რაც დიდ გავლენას ახდენს იქ წარმოებული ღვინოების ტიპზე. იმერეთის რეგიონიდან გამოარჩევენ ადგილობრივი ციცქასა და ცოლიკოურის ნავს, ასევე თეთრ კრახუნასა და წითელ ოცხანურ საფერეს. 

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონია საქართველოში. აქ, მთელ ტერიტორიაზე, ვენახები საკმაოდ ცოტაა, თუმცა ღვინოები მაღალი ხარისხისაა და ძალიან გამორჩეულია. რეგიონში ყველაზე ცნობილი ღვინოებია ხვანჭკარა და უსახელოური: “ხვანჭკარა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ნაზავია, რომელიც საბოლოოდ ძალიან უნიკალურ და სასიამოვნო ღვინოდ იქცევა. გასინჯეთ ასევე ტვიშის ღვინო, რომელიც ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან მზადდება და თეთრი ნახევრადტკბილი, არომატული ღვინოა დაბალანსებული მჟავიანობით, ატმისა და ნესვის ნოტებითა და ოქროსფერი შეფერილობით” - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს რაჭა-ლეჩხუმის მთების, ეკლესიებისა და მონასტრების მონახულებასაც ურჩევს.

მესხეთის რეგიონში ქვეყნის უმაღლესი ვენახებია გაშენებული ძირითადად 900-1700 მ. სიმაღლეზე. მესხური ღვინის წარმოება მე-16 საუკუნეში თურქების შემოსების გამო შემდეგ კი საბჭოთა კავშირის პერიოდში შეწყდა, თუმცა რამდენიმე საოჯახო მარანი აწარმოებს მესხურ ღვინოს ისეთი ჯიშებისგან, როგორიცაა მესხური მწვანე, მესხური საფერე და ა.შ: “ნათენაძის მეღვინეობა პიონერი იყო ვაზის უძველესი ტერასების რეაბილიტაციისა და აღდგენის საქმეში.” - ვკითხულობთ სტატიაში.

შავი ზღვის სანაპირო კი აჭარის, აფხაზეთის, გურიისა და სამეგრელოს ღვინის რეგიონებად იყოფა. სტატიაში დასძენენ იმასაც, რომ აქ კლიმატი სუბტრკოპიკულია და ღვინოებიც უფრო მსუბუქი, “ხრაშუნა” და გამაგრილებელია. ავტორი მკითხველს აჭარაში - ხაჭაპურის, სამეგრელოში  ღომისა და ელარჯის, გურიაში კი ფხალეულობის გასინჯვას ურჩევს მკითხველს.

სტატიის დასასრულს კი ავტორი რჩეულ მარნებსაც ასახელებს. პირველია “KTW ღვინის სახლი”, შემდეგ არის “შუმის მეღვინეობა” და “შატო მუხრანი”, ასევე “ღვარძელაშვილის მარანი”, “Schuchmann Wines Chateau”, “შატო ბუერა”, “ხომლის მარანი”, “გურამიშვილის მარანი” და ა.შ. სტატიას სრულად Wine Tourism-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ბოლოს ჩამოთვლილი ღვინის ზაოდები რომ წავიკითხე გამეცინა... რამდენი ქლიავია ამ ქვეყანაზე. ამათზე რომ ამბობს, კარგია და გასინჯეთო...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული