Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბის სკოლის უფასო ტრენინგები

საქართველოს ღვინის კლუბის სკოლა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განაახლებს მუშაობას და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით: ღვინის შეთავაზება და მომსახურება (როგორ გავყიდოთ ღვინო), როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, მეღვინეობა, მევენახეობა, ღვინის ზადები და დაავადებები, ღვინისა და კერძის შეხამება. თითოეული მოდული მოიცავს ორდღიან სწავლებას. სერტიფიკატის მსურველები გაივლიან, აგრეთვე, თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს. 

ტრენინგები 2015 წლის 25 მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. მას გაუძღვებიან WSET–ის (Wine & Spirit Education Trust) საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ღვინის მაღალკვალიფიციური ექსპერტები - ენოლოგები, სომელიეები და მევენახეები. 

საქართველოს ღვინის კლუბი აღნიშნულ საგანმანათლებლო ღონისძიებას 2012 წლიდან უძღვება. მისი საშუალებით 2015 წლამდე, გადამზადდა, დაახლოებით, 400 ადამიანი. თავდაპირველად ტრენინგები ტარდებოდა USAID-ის პროგრამა EPI-ს ფარგლებში და 2014 წლამდე მასში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.

წელს ტრენინგები ჩატარდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც დროულად შეავსებს განაცხადს ღვინის კლუბის ვებგვერდზე. მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების მაღალი ინტერესი ტრენინგებისადმი და დროულად გაიარონ რეგისტრაცია. 

რეგისტრაცია შეგიძლიათ, გაიაროთ აქ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



udidesi survilit


survili makvs gaviaro treningebi


სურვილი მაქვს გავიარო ტრენინგები, გთხოვთ მირჩიოთ თუ სად შემიძლია მოვნახო განაცხადი და სად გავიარო რეგისტრაცია, ასევე გთხოვთ უფრო დეტალურად დაგვიწეროთ დროსა და ადგილის შესახებ, მადლობა წინასწარ ნიკა


CHEMTVIS SAINTERESO SPEROA,SURVILI MAQVS GAVIARO TREININGI.


რეგისტრაციის უშუალო ბმული დავამატეთ აქვე. იხილეთ ზემოთ



ვარ მოყვარული, მაინტერესებს ღვინის ანალიზით და დეგუსტაცია


მსურს მივიღო მონაწილეობა ღვინის სკოლის უფასო ტრენინგებში


მსურს მივიღო მონაწილეობა ღვინის კლუბის უფასო ტრენინგებში


ძალიან მინდა თქვენთან გავიარო ტრენინგები. ჩემი ფროფესიაა და ვფიქრობ გამოცდილებაც მომემატება.


მოგესალმებით, მადლობა ასეთი კარგი შემოთავაზებისათვის. ვარ საკვები პროდუქტების ლაბორატორიის წარმომადგენელი. დავრეგისტრიტრით ამ სწავლებაზე, ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება და როგორ შევიტყობთ, მოვხვდით თუ არა ამ პროგრამაში. მადლობა


გამარჯობა! მსურს მივიღო მონაწილეობა ღვინის კლუბის სკოლის უფასო ტრენინგებში.


გამარჯობა! მსურს მივიღო მონაწილეობა ღვინის კლუბის სკოლის უფასო ტრენინგებში.


ღვინის კლუბის სკოლის უფასო ტრენინგები - სად შეიძლება გავიაროთ რეგისტრაცია?


გამარჯობა, რამდენიმე წელია რაც ვამოწმებ ღვინის ხარისხს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავიღრმავო ცოდნა ღვინის დეგუსტაციაშიც, ჩემი სამსახურეობრივი საქმიდან გამომდინარე. პატივისცემით ნანა


გამარჯობა, სურვილი მაქვს გავიარო ტრენინგი თქვენთან. სამწუხაროდ ამ ეტაპზე დავაგვიანე რეგისტრაცია. გთხოვთ შეგვატყობინოთ რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი როდის დაიწყება. გმადლობთ!


დზალიან მინდა დასწრება ..ვარ კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი


Davagviane registratsia gtxovt momterot rodis ikneba kvlav shesadzlebeli treiningebze daregistrireba? Pativistsemit Saba Mtskhetadze

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული