გამოქვეყნებულია: 29 ნოემბერი, 2010 - 18:38

ეს ქართული ცქრიალა ღვინო ქართლის რეგიონში მოკრეფილი ჩინურიდან, პინო ბლანიდან და გორული მწვანედანაა დაყენებული. ღვინო ჩალისფერია, მომწვანო და ოქროსფერი ელფერით. იგი უკვე სამი წლისაა და კარგად აქვს განვითარებული დაძველების ტონებიც, სადაც ირისისა და მოხარშული კრემის მოტკბო სურნელები გამოდის წინა პლანზე. ეს გემოები დაგემოვნებისას კიდევ უფრო ხანგრძლივდება. ბრუტი Cuvée Margot ძალზე სასიამოვნო და ხანგრძლივი ცქრიალით ხასიათდება. იდეალური აპერიტივი იქნება, ასევე მიაყოლეთ ხიზილალას და გამოყვანილ ორაგულს.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
კარგია რომ ჩუნური და გორული
ავტორი: Naotreli - 30/11/2010
კარგია რომ ჩუნური და გორული მწვენე გამოუყენებიათ მაგრამ ეს Kiuve Margo და Rezerve, თანაც Old რაღაა თუ კაცი ხარ ? :) შენ კი შენს დახასიათებაში ძალიან ლაკონურად მიუთითე შეცდომაზე მაგრამ მაღაზიის თაროზე რომ დადებენ მაგ Kiuves იქ ვიღა მიუთითებს? :)
- reply










