Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოს სტუმრობს

ჯეიმი ოლივერი საქართველოშია, ბრიტანელი შეფ-მზარეული ქვეყანაში ორშაბათს ჩამოვიდა, შაბათს კი უკან მიემგზავრება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეფი, რომელიც კულინარიული ვიდეოებითა და რეცეპტების წიგნებით არის ცნობილი, ქვეყნის კულტურას ეცნობა, ქართველ შეფებს ხვდება, კახეთს სტუმრობს და გადაცემისთვის საინტერესო მასალებს აგროვებს. 

მის გამომწერთა რაოდენობა 26 მლნ-საც კი აჭარბებს, მაყურებელი კი ამასობაში სოციალური ქსელების მეშვეობით ჯეიმის თავგადასავალს ადევნებს თვალს. გარდა ამისა, შეფი გადაცემას ამზადებს, სადაც თავად მოამზადებს ქართულ კერძებს და საქართველოზეც უფრო ვრცლად ისაუბრებს. ჯეიმი ოლივერი ტელევიზიებთან კომენტარს არ აკეთებს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, შეფს საქართველოში თითოეული ადგილი, რასაც სტუმრობს, თავად აქვს არჩეული.

ჯეიმის ვიზიტი საქართველოს ცნობადობას გაზრდის საერთაშორისო ასპარეზზე, ახლო მომავალში კი გეგმავს, დაბრუნდეს და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კერძები მოამზადოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.