Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცი ინდონეზიურად

საჭირო მასალა: 750 გ ღორის რბილი ხორცი, 1 საშუალო თავი ხახვი, 2-3 კბილი ნიორი, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 1 ღერი პრასი, 30 გ არაქისი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, 8 ს.კ. უმარილო სოიის სოუსი, 8 ს.კ. მარილიანი სოიის სოუსი, 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი, 1 ს.კ. ინდონეზიური წიწაკის სოუსი ან დანაყილი წიწაკა ჩილი, 1 ს.კ. ძირა, 3-4 ს.კ. ზეთი, 200 გ ბრინჯი ბასმატი, 1 ს.კ. ხმელი ქინძი, მარილი, 1 პატარა კონა ახალი ქინძი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი 2 სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ. დავუმატოთ გახეხილი ჯანჯაფილი და მარილი. 30 წუთი მაცივარში შევდგათ, რომ არომატი გაუჯდეს. ხახვი, პრასი და ნიორი წვრილად დავჭრათ, არაქისი დავფქვათ. ხახვი, ნიორი, პრასი, არაქისი, ლიმონის წვენი, ორივენაირი სოიის სოუსი, შაქარი, ინდონეზიური სოუსი, ხმელი ქინძი და ძირა კარგად ავურიოთ. არომატული ნარევი დავუმატოთ ხორცს და მთელი ღამით მაცივარში შევდგათ. შემდეგ ხორცი გადავიტანოთ თუშფალანგზე, რომ მარინადისგან დაიწრიტოს. ვოკში ან ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ხორცი, დავამატოთ მარინადი და 125 მლ წყალი. ხორცი ვშუშოთ 10-15 წუთის განმავლობაში. ბრინჯი მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. მოშუშული ხორცი ბრინჯთან ერთად ამოვიღოთ თეფშზე, ზემოდან კი დაჭრილი ქინძი მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული