Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი მექსიკურად

საჭირო მასალა: 1 მწიფე ავოკადო, 1 პატარა წითელი ხახვი, 2 ცალი პამიდორი, 1 პატარა კონა ქინძი, 3 ს.კ. ლიმონის წვენი, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 10 მარცვალი ქინძის თესლი, 15 მარცვალი მწვანე პილპილი, 1 ცალი წიწაკა ჩილი, 1 ს.კ. პაპრიკა, 2 ცალი ქათმის მკერდი, მარილი  - გემოვნებით.

მომზადება: მარინადისთვის ავურიოთ დანაყილი პილპილისა და ქინძის მარცვლები, წვრილად დაჭრილი ჩილი, პაპრიკა და 2 ს.კ. ზეთი. ეს ნარევი ქათმის ნაჭრებს წავუსვათ და ჭურჭელში მოვათავსოთ.

ხორცი მთელი ღამით შევდგათ მაცივარში. ავოკადო წვრილად დავჭრათ, ხოლო ხახვი და პამიდორი – ნახევარწრეებად. ქინძი წვრილად დავჭრათ. დაჭრილი პროდუქტები ავურიოთ, მოვაყაროთ  მარილი, დავასხათ ლიმონის წვენი და 2 ს.კ. ზეთი. ხორცი მარინადიდან ამოვიღოთ და 2 წუთის განმავლობაში ზეთდასხმულ ტაფაზე, მაღალ ტემპერატურაზე შევწვათ. შემდეგ ჩავდოთ ფორმაში და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. ხორცი მივირთვათ მომზადებულ სალათასთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული