Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წიწიბურას ზრაზები ქათმის ხორცით

საჭირო მასალა: 500 გ ქათმის ფილე, 2 ჭიქა წიწიბურა, 2 თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი, 3-4 ს.კ. რძე, 4 კვერცხი, 4 ღერი მწვანე ხახვი, მარილი, პილპილი - გემოვნებით, ზეთი - შესაწვავად.

მომზადება: წიწიბურა მოვხარშოთ მარილწყალში და გადავწუროთ. როცა შეგრილდება, ნიორსა და ქათმის ფილესთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ, შევურიოთ ფარშს. დავუმატოთ კვერცხი, რძე, მარილი, პილპილი და მოვზილოთ. გულსართისთვის მოვხარშოთ 3 კვერცხი, დავჭრათ, დავუმატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი. ფარში პატარა გუნდებად ავიღოთ, ხელისგულზე დავაბრტყელოთ, ჩავუდოთ გულსართი, შევკრათ და საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან შევწვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული