Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ავსტრია - 2011 წლის მოსავალი

რამდენიმეწლიანი წარუმატებელი რთველის მერე 2011 წლის ყურძნის მოსავალმა ავსტრიელი მეღვინეები გაახარა. წლევანდელი თბილმა ზაფხულმა ვაზის სწორად მოვლის აუცილებლობა გააჩინა, მაჭრის ზომიერი მჟავიანობა კი სკურპულოზულ ვინიფიკაციას მოითხოვდა. მიუხედავად სირთულეებისა, ავსტრიელ ენოლოგებს განათლებისა და გამოცდილების მაღალმა დონემ საშუალება მისცა შეექმნათ მსუბუქი და ხილის ტონებიანი ისეთი ღვინოები,  რომლებიც ახალგაზრდა ასაკშიც და ხანგრძლივი დავარგების შემდეგაც, ძალზე სასიამოვნო თვისებებს შეინარჩუნებს. Statistik Austria-ს შეფასებით, წელს ავსტრიული ღვინის წარმოების მოცულობა 245 მილიონ ლიტრს შეადგენს, ეს კი გასული ხუთი წლის საშუალო მაჩვენებლზე 2%-ით მეტია და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, 41%-ით აღემატება შარშანდელ მოსავალს. რასაკვირველია, რეგიონების მიხედვით მოსავლიანობაც სხვადასხვაა - რამდენიმე მხარეში  ყინვებმა და სეტყვამ მოსავალს თავისი ხელი დაატყო.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123