Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური ღვინო ევროპას იპყრობს

ბრიტანეთის ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანია Berry Bros and Rudd-მაჩინური ღვინოები გასაყიდი პროდუქტების მუდმივ ჩამონათვალში შეიტანა. ეს არის პირველი კომპანია გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც მყიდველს Changyu-ს მარანში დაწურულ სასმელს შესთავაზებს. კომპანიის მესვეურები მომხმარებლებს 2008 წლის Chateau Changyu Moser XV-ს 39 გირვანქა სტერლინგად, ღვინოებს: Gold, Blue და Black Label-ს კი – შესაბამისად, 19, 35 და 65 გირვანქა სტერლინგად სთავაზობენ. Berry Bros and Rudd-ის გაყიდვების მენეჯერის, მარკ პადოუს თქმით, “ღვინის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის ჩინეთი უკვე მერვე ადგილზეა. სულ ცოტა ხანში კი საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მომწოდებლად მოგვევლინება.” პადოუ იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ, ჩინეთში იწარმოებოდა იმდენი ღვინო, რამდენიც მხოლოდ შიდა ბაზრისთვის იყო საკმარისი და ბიზნესმენები ღვინის ექსპორტით არც კი ინტერესდებოდნენ. დღეს კი Changyu -ს მარნის მაგალითზე ჩანს, რომ მათ სტრატეგია შეცვალეს და ახლა უკვე გარე გაყიდვებზე არიან ორიენტირებულნი. ასე რომ, სულ ცოტა ხანში, 2016 წლისთვის ჩინეთი, ღვინის მწარმებელი ქვეყნების რეიტინგის მერვე პოზიციიდან, მეექვსე ადგილზე გადაინაცვლებს. თავად კომპანია Changyuღვინის მწარმოებელთა შორის მეათე ადგილს იკავებს მსოფლიოში, მისი წლიური ბრუნვა 695 მილიონ დოლარს შეადგენს. დღესდღეობით ჩინეთში წელიწადში უკვე 1,6 მილიარდზე მეტ ბოთლ ღვინოს მოიხმარენ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ 2015 წლისთვის ეს მაჩვენებელი 2,6 მილიარდამდე გაიზრდება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გერმანელების შემდეგ ბორდოს ელიტურ ღვინოებს ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ჩინელები ყიდულობენ.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული