Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Framingham Sauvignon Blanc, Marlborough, New Zealand, 2004

 

საუკეთესო ზელანდიური სოვინიონ ბლანია, რომელიც კი დამილევია. ძალიან ეფექტური ღვინოა, შესანიშნავი გარეგნობისა და მომწვანო ოქროსფერით ტკბობის შემდეგ წარმოუდგენლად ძლიერი ბუკეტის ჯერი დგება, სადაც პირველ პლანზე გრეიპფრუტის, მანგოსა და მწვანე სუნელების ტონები გამოდის. გემოზე ღვინო მომრგვალებულიცაა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო მჟავიანობა ახასიათებს. ეს სოვინიონ ბლანი ძალზე მშრალია და მაღალგრადუსიანი (13%). მარლბოროს რეგიონში დაწურული ეს გამორჩეული ღვინო ნამდვილად იმსახურებს საუკეთესო ხამანწკებს და სხვა ზღვის ნობათს.
 
მ.ხ.
© vinoge.com
 

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234