Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუხუდოს წვნიანი ბერძნულად

საჭირო მასალა: 2 ჭიქა მუხუდო, 2-3 ცალი სტაფილო, 1 კონა მწვანე ხახვი, 1 კონა ქინძი, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ცალი ლიმონი, მარილი, შავი პილპილი – გემვნებით.

მომზადება: მუხუდო გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ 6-8 საათით, რომ დალბეს. დამბალი მუხუდო გადავწუროთ, დავასხათ 1.5 ლ წყალი და როდესაც წამოდუღდება, ცეცხლს დავუწიოთ. ვხარშოთ მანამ, სანამ მუხუდო არ დარბილდება. სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და დავჭრათ მუხუდოს მარცვლისოდენა ნაჭრებად. წვრილად დავჭრათ ქინძი და ხახვი. 3 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ ხახვი. როდესაც დარბილდება, დავუმატოთ სტაფილო და შუშვა განვაგრძოთ. 3-4 წუთში მოშუშული სტაფილო შევურიოთ მუხუდოს, დავაწუროთ ლიმონი, შევანელოთ მარილით, პილპილით და 7-10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. მზა წვნიანს ჩავამატოთ დარჩენილი ზეთი, ლიმონის წვენი და ქინძი. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.