Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხორცის მაფინები

საჭირო მასალა: 500 გ. ხორცი, 1 ცალი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 პატარა ზომის სტაფილო, 1 ცალი კვერცხი, 2 ს.კ. კარაქი. 2 ნაჭერი პური, რძე – პურის დასალბობად, 2 ს.კ. არაჟანი, მარილი, პილპილი, ძირა – გემოვნებით, საფანელი ფორმებში მოსაყრემად.

მომზადება: ფორმებს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი. პური დავალბოთ რძეში და გავწუროთ. ხორცი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან, ნიორთან, სტაფილოსა და პურთან ერთად. ფარშს დავუმატოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, სანელებლები და კარგად მოვზილოთ. ფარშის გუნდები ჩავდოთ ფორმებში, გულში ჩავუდოთ კარაქის პატარა ნაჭრები, ზემოდან წავუსვათ არაჟანი და გამოვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული