ალეკო ცქიტიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 17:56
"რქაწითელი წითელი" არა მარტო შუმის კოლექციაშია დაცული, არამედ უცხოეთის ერთ–ერთ კოლექციაშიც, კერძოდ – მონპელიეში. გარდა ამისა, როგორც ერთ–ერთი ჩემი წყაროდან ვიცი, ამ ჯიშს ცალკე, როგორც დამოუკიდებელ ჯიშს აღწერს ავტორიტეტული ამპელოგრაფი რეზო რამიშვილი (მაქსიმეს შვილი). კერძოდ, რომელ წიგნში, ამას ვაზუსტებ და მერე ამ წიგნამდეც მივალ. რეზო რამიშვილის გარდა, სახელწოდება "რქაწითელი წითელი" ასევე ნახსენები აქვს ამ დარგის კიდევ ერთ ავტორიტეტს – ს. ჩოლოყაშვილს ჯერ კიდევ 1930–იან წლებში, ვიდრე რქაწითელის ყველაზე განსხვავებულ ვარიაციას – ვარდისფერ რქაწითელს აღმოაჩენდნენ (1948 წ.)ასე რომ, ტერმინი "წითელი რქაწითელი" უფრო ძველია, ვიდრე ვარდისფერი რქაწითელი. ს. ჩოლოყაშვილის ეყრდობიან და "წითელ რქაწითელს" ახსენებენ ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი და დიმიტრი ტაბიძე თავიანთ ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს ამპელოგრაფია". აი ციტატა: „მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში და ადგულობრივ მევენახეთა შორის რქაწითელი ცნობილია რიგი დამატებითი სახელწოდებითაც. სხვადასხვა რაიონში, სადაც კი რქაწითელი მოიპოვება, ზოგჯერ ეს სახელწოდებები სხვადასხვაა. ხანდახან ეს სახელწოდებები თვით ჯიშის განსხვავებული მოდგმებისგანაა წარმოდგენილი. მაგალითად, კახეთში ძველად ნამდვილი რქაწითელის გარდა, არჩევდნენ მამალ და დედალ რქაწითელს (ლ. ჯორჯაძე), ყვითელ და წითელ რქაწითელს (ს. ჩოლოყაშვილი)". მიაქციეთ ყურაღება, რომ ეს ყველაფერი ძირითადად 60–70 წლის წინანდელი ამბებია, თუ არ ჩავთვლით რეზო რამიშვილის მიერ უკვე ამ ჯიშის ცალკე აღწერას, რაც შედარებით გვიანდელია – 70–იანი, 80–იანი წლების. ვიდრე რეზო რამისვილის წიგნამდე მივაღწევ, თავს უფლებას ვაძლევ ვივარაუდო, რომ რეზო რამიშვილმა წითელი რქაწითელი შეისწავლა და ცალკე ჯიშად დაასახელა. რაკი რქაწითელის ვარიაციებმა ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია, გპირდებით, რომ ამ თემაზე ცალკე სტატიას დავწერ.
ქეთი ადეიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 12:21
ბულგური, იგივე ბურგული არის ხორბლის ბურღული, რომელიც ტრადიციულია არაბული ქვეყნებისა და თურქეთისათვის. გავს დაღერღილ ხორბალს და ზოგს ეს ორი ბურღული ერთმანეთში ერევა. ბულგური არსებობს ორნაირი - თეთრი და წითელი. ორივე შეიძლება აქ გამოიყენო. შეიძლება სხვა ბურღულითაც ჩაანაცვლო. ისე, დიდი სუპერმარკეტებში იყიდება. დიდუბეში, გამოფენასთან თურქულ სუპერმარკეტ "თურსაში" ნამდვილად იყიდება. იყო "პოპულის ქსელშიც. აუცილებად იქნება "ჯიმარტსა" და "გუდვილშიც"
ქვევრი - 25 თებერვალი, 2012 - 09:16
ალეკო იქნებ კითხო დავით მაღრაძეს თამარის ყურძენის შესახებ? რომელი წყაროთი სარგებლობენ საინტერესოა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამის შესახებ?
ქვევრი - 25 თებერვალი, 2012 - 09:06
საერთოდ, სანამ ესა თუ ის ჯიში ჯიშთა გამოცდას არ გაივლის მისი, უკვე ჯიშად შერაცხვა არაა მართალი. ამ ყველაფერს თავისი წესი აქვს და ამ წესით უნდა ისარგებლოს ყველამ. იგივე "რქაწითელი წითელი" ავიღოთ, რომელზეც ამჯერად მხოლოდ ვარაუდები არსებობს და სანამ საქმე ბოლომდე არ მივა მაშინ რა ხდება? შეცდომით არა ერთხელ მინახავს ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში ვაზის წარწერები.(თელავში, სკრაში, დამპალოში, დიღომში, შუმში, საგურამოში მაგრამ შეცდომა შეცდომაა და ამით დიდი არაფერი შავდება, რადგან ეს გამოსწორებადია. მაგრამ "თამარის ყურძენის" ქართული ვაზის ჯიშებში შეტანა არაა ბატონებო სწორი და ეს შეცდომაა! ამგვარი ჯიში არ არსებობს. კაცმა არ იცის რა ჯიშია და რატომ ნათლავენ მავანნი მას უკვე ჩამოყალიბებულ ჯიშად?
ქვევრი - 25 თებერვალი, 2012 - 08:53
ტექსტში წერია "ტაგიძურა შავი". მე ხოლოდ იმაზე დავწერე რაც წავიკითხე. ამ ჯიშს ასე არ ქვია, არამედ "შავი" :) მოსაშორებელია. "თამარის ყურძენი" არც ადრე არსებობდა და არც ახლა. ვინმემ, რომელიმე ამოუცნობ ვაზს თუ მიაწერა ეს სახელი არაა სწორი, რადგან ყველაფერს თვისი წესი აქვს. რაც შეეხება "ქვიშურს" არც ესაა მართალი და ამგვარი ჯიში არა გვაქვს. რაც შეეხება "რქაწითელი წითელს" არ ამგვარი ჯიში მოგვეპოვება და ეხლა მითხარით ამ ყველაფერში რაიმე ჩემი ბრალია?
მალხაზ ხარბედია - 25 თებერვალი, 2012 - 08:18
რავი, დეგუსტაცია დაფარულია ხოლმე, ასერომ მოედანს მხოლოდ რაღაც მისტიკური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს :))
nona - 25 თებერვალი, 2012 - 08:08
recepti mometsona, magram iqneb mitxrat ra aris bulguri ?
ელიზბარ თალაკვაძე - 25 თებერვალი, 2012 - 03:42
მოედანსაც ხომ აქვს მნიშვნელობა? მარტში ვაპირებთ "ქართული ღვინის ცენტრის" გახსნას ძველი ქალაქის გალავანში, ბარათაშვილზე და გთავაზობთ მორიგი დეგუსტაციის ჩატარებას. ვნახოთ, საკუთარ მოედანზე როგორ ვიასპარეზებთ:)
მალხაზ ხარბედია - 25 თებერვალი, 2012 - 02:19
საიდან მოიტანა ქვევრმა ბარისაშვილმა რომ ტაგუძურა წერია? :)) ღმერთ–რჯული, აქაც და გაზეთშიც ტაგიძურაა.
ალეკო ცქიტიშვილი - 25 თებერვალი, 2012 - 01:10
დღეს ვესაუბრე პალინოლოგს, ქალბატონ ელისო ყვავაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნს თიხის უძველეს ნაშთებში ვაზის ყვავილის მტვერს იკვლევს. ორ–სამ დღეში უნდა შევხვდე ინტერვიუსთვის და დეტალებს დავაზუსტებ ამ საკითხზე. ჯერჯერობით მეც ვერ მივაკვლიე იმ ადამიანს, ვინც ეს უძველესი ჭურჭელი ქიმიურად გამოიკვლია.