Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო კალიფორნიაში - ექსპორტ-იმპორტის პრობლემა

აშშ-ში ნატურალური ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახეობა, ქვევრის ქარვისფერი ღვინო, ბოლო დროს კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა, მიწოდება კი გართულდა უკრაინის ომის გამო. მაგალითად, Trash Pie + Natural Wine-ის მფლობელი კაილა აბე აღნიშნავს, რომ ოთხი თვის დაგვიანებით მიიღო იმპორტირებული ქართული ღვინოები, თუმცა ბედნიერია, რომ ახლა ღვინოები უკვე მასთანაა. როგორც San Francisco Chronicle აცხადებს, ღვინის მყიდველები საქართველოდან ბოლო თვეებში იმპორტირებული ღვინის სიმწირეს განიცდიან, განსაკუთრებით კი ნატურალური ღვინის მოყვარულები, რომლებიც უძველეს, პრეინდუსტრიულ ტექნოლოგიასა და ქვეყნის პატარა მარნებს აფასებენ. ქართული ღვინის იმპორტი აშშ-ში გაიზარდა თითქმის 240%-ით 2012-2021 წლებში, საქართველოს საბაჟოს მონაცემებით გასულ წელს მილიონ ბოთლსაც გადააჭარბა ექსპორტირებულმა საქონელმა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ როგორც კი ქართულმა ღვინოებმა კალიფორნიაში, კერძოდ კი Bay Area-ში სახელი გაითქვა, ქართველი მეღვინეები ერთი დიდი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდნენ - ღვინოების მიწოდება შეფერხდა, მოთხოვნა კი გაიზარდა.
როგორც ჩანს, ჭაჭაზე დაყენებული ქარვისფერი ღვინო, რომელსაც ქართული სათავეები აქვს, Bay-Areas წამყვან რესტორნებში ყველაზე პოპულარულია.

რონი გინაჩი, ლოს-ანჯელესელი იმპორტიორი, რომელიც ქართულ 11 ღვინის ქარხანას წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ საქართველოდან ღვინის მიღება არასდროსაა მარტივი: “ღვინის იმპორტირება საქართველოდან ყოველთვის რთული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეზობელი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდა”.

დასავლეთში მისასვლელად ქართულმა ღვინის ბოთლებმა კონტეინერის გემებით შავი ზღვის გავლის შემდეგ სტამბულის ვიწრო არხი უნდა გაიაროს: “ომის დაწყების შემდეგ ბევრი გემის რეისი ან გადაიდო, ან გაუქმდა”- ამბობს Marq Wine Group-ის მმართველი დირექტორი ჯული პატერსონი, რომელიც ქართულ მცირე მარნებს ეხმარება სატრანსპორტო კონტეინერების გაშვებაში შეერთებული შტატების მიმართულებით. 

თებერვალსა და მარტში, როგორც ვკითხულობთ, იმპორტიორებმა არ იცოდნენ გაგრძელდებოდა თუ არა ომი, იქნებოდა თუ არა შავი ზღვა უსაფრთხო, ამან ბევრი მეღვინე შეაფერხა. ეს შეფერხებები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა შემცირდა მას შემდეგ, რაც შავ ზღვაზე კონტროლს თურქეთი აგრძელებს. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ მიწოდების ჯაჭვს აფერხებს მინის ბოთლების, საცობებისა და ყუთების ექსპორტ-იმპორტის პრობლემა. ეს დაბრკოლებაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იტალიისთვის, საფრანგეთისა და ავსტრიისთვისაც. ემი ეტვუდი, კალიფორნიის იმპორტიორი და ნატურალური ღვინოების დისრტიბუტორი აღნიშნავს, რომ ღვინის ბოთლების სატვირთო გადაზიდვას გაცილებით მეტი დრო სჭირება ახლა, ვიდრე წარსულში: “თუ მინის ბოთლების იმპორტს ადრე რვა კვირა სჭირდებოდა, ახლა ეს პერიოდი ოთხ თვემდე გრძელდება”. 

გარდა ამისა, ევროპის ზოგიერთ რეგიონში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რაც მათ მოსავლიანობას ამცირებს. გასულ წელს, როგორც ვკითხულობთ, საფრანგეთში ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ცუდი მოსავალი იყო. ბევრ ღვინის ქარხანას უბრალოდ არც კი ჰქონია დიდი რაოდენობით გასაყიდი, კიდევ უფრო ნაკლები კი აშშ-ში გასაგზავნი ღვინო. ექსპორტ-იმპორტის პრობლემა, რომელიც სხვადასხვა მიზეზებითაა განპირობებული, ასევე შუშის ბოთლების დეფიციტი და მისი თანმხლები ფასების ზრდა გავლენას ახდენს ამერიკელ მეღვინეებზეც. სონომას ოლქის ერთ-ერთი მეღვინე, კეტლინ ინმანი The Chronicle-ს უცხადებს, რომ იანვარში მისი ჭიქა ღვინის ღირებულება ფაქტობრივად გაორმაგდა. სტატიას შეგიძლიათ San Francisco Chronicle-ის გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.