Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოში პირველი მეტეორიტული ღვინო

ბრიტანელმა მეღვინემ და ასტრონომმა, იან ჰატჩეონმა მოიფიქრა, თუ როგორ შეეთავსებინა ერთმანეთთან თავისი ორი გატაცება - ღვინო და კოსმოსი. მის მიერ შექმნილი სასმლის,  Meteorito-ს გასინჯვის შემდეგ მზის სისტემის საიდუმლოებათა წვდომას ალბათ უკეთ შეძლებთ. ჰატჩეონის ღვინო კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისგან მზადდება და მეტეორიტის პაწაწინა ნამსხვრევზეა დაყენებული. ეს პატარა ქვა წარმოშობით მარსსა და იუპიტერს შორის არსებული მეტეორიტული სარტყლიდანაა და მისი ასაკი დაახლოებით 4,5 მილიარდი წელია. კოსმოსური ქვა დედამიწაზე 6 ათასი წლის წინ ჩამოვარდნილა. ის ჩილეს ჩრდილოეთით, ატაკამას უდაბნოში აღმოაჩნეს. ქვის მფლობელი თავდაპირველად ამერიკელი კოლექციონერი იყო, მოგვიანებით კი ის ჰატჩეონმა შეიძინა და პრაქტიკული გამოყენებაც მოუძებნა. ჰატჩეონის ვენახები ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან ას კილომეტრში მდებარეობს. „კოსმოსური“ ღვინის წარმოება შემდეგნაირად ხდება: ყურძნის წვენი25 დღის განმავლობაში დუღს, შემდეგ მას მეტეორიტის ნამსხვრევს უმატებენ და ერთი წლის განმავლობაში ასე აჩერებენ. Meteorito-ს წარმოება 2010 წლის აპრილში დაიწყო და დღემდე დაახლოებით 10 000 ლიტრია ჩამოსხმული. ამჟამად მეტეორიტული ღვინო მხოლოდ ჩილეს ობსერვატორიაში იყიდება, თუმცა ჰატჩეონი აპირებს ღვინის ექსპორტი სხვა ქვეყნებში, მათ შორის, მშობლიურ ბრიტანეთშიც განახორციელოს. ,,როდესაც ამ ღვინოს სვამ, იმ ელემენტებსაც ეზიარები, რომლებიც მზის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არსებობდა. ამ ღვინის საშუალებით ყველას შეუძლია შეეხოს კოსმოსის ნაწილს” - აცხადებს ჰატჩეონი.

© ღვინის კლუბი/Weekend



ესე იგი ამ ღვინოს რომ დალევ გააფრენ? და ნეტავი ქართველი მეღვინეები რატომ არ აყენებენ ამგვარ ღვინოს?


ობსერვატორია კი გვაქვს და ყურძენი, ქვა გვაქვს საშოვი პ.ს. ამ კაცს უნდა გააცნონ ის ღვინის მხატვარი ქალი. იცხოვრებენ მხიარულად:))


ბათუმშიც შეიძლება მათი დაპატიჟება და მერე რომელიმე ტელე–შოუში :)



ე ბიჯო ეს წერილი ერთმა მაღალმა პიროვნებამ არ წეიკითხოს, თორემ შეიძლება ბათუმში ამ კაცის ძეგლი დადგან თავის კვერცხებიანად...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული