Home
ქართული | English
აპრილი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

მულტიმედია

კომენტარები

წიწაკის წვნიანი ხორცით

საჭირო მასალა: 300 გ ხახვი, 3 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 8 ღერი ქონდარი, 1,5 ს.კ. პაპრიკა, 1 ს.კ. ვარდისფერი პილპილი (დაფქული), 125 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 600 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 200 მლ სქელი ნაღები, 250 გ ხორცის შერეული ფარში, 4 ღერი ოხრახუში, 40 გ მოშუშული ხახვი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი დავჭრათ საშუალო ზომაზე. წიწაკები მეოთხედებად დავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და შემდეგ კუბებად დავჭრათ. ხახვი და წიწაკა 3 ს.კ. ზეთში მსუბუქად მოვშუშოთ. ქონდარი დავკეპოთ. პაპრიკა და ვარდისფერი პილპილი ქონდართან ერთად მოშუშულ ბოსტნეულს დავუმატოთ და 1 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ღვინო და რომ წამოდუღდება, ბულიონი და ნაღებიც დავუმატოთ. მოვაყაროთ მარილი და თავდახურული 20 წუთი ვადუღოთ. ხორცის ფარში დარჩენილ ზეთში მოვშუშოთ. ნიორი დავკეპოთ და ფარშს დავუმატოთ წიწაკის მასასთან ერთად. მოვაყაროთ პაპრიკა. ოხრახუში წვრილად დავჭრათ. წვნიანი მსუბუქად ავთქვიფოთ ბლენდერით, მოვაყაროთ ოხრახუში და მოშუშული ხახვი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.