Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ხორცი მოტკბო საწებელში

საჭირო მასალა:2 ნაჭერი ქათმის ფილე, 2 ცალი ტკბილი წიწაკა, 1 ცალი მოზრდილი პომიდორი, 1-2 ჩ.კ. პომიდვრის პასტა, 1 კონა კამა, 2 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი, 1 ჩ.კ. პაპრიკა, 3 ს.კ. შაქარი, 1-2 ჩ.კ. წითელი წიწაკა, მარილი – გემოვნებით, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, 2-3 ს.კ. ზეთი, 0,25 ჩ.კ. ჯანჯაფილი.

მომზადება:ქათმის ხორცი დავაწითლოთ ტაფაზე და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ცალკე ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და წვრილად დაჭრილი პომიდორი, როცა დარბილდება, დავამატოთ პომიდვრის პასტა, შაქარი, სანელებლები და 3 წუთი ვშუშოთ, შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი ხორცი, დავასხათ დაახლოებით 1 ჭიქა წყალში გახსნილი სახამებელი და კარგად ვურიოთ. როცა მასა შესქელდება, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123