Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე ძვირად წელს მანავის მწვანე გაიყიდა

ნინო ჭაბაშვილი
 
საგარეჯოში წელს რთველი თხუთმეტ ოქტომბერს დასრულდა. აქ სამი ქარხანა იღებდა ყურძენს, მაგრამ მყიდველები გაცილებით მაღალ ფასს სთავაზობდნენ. გლეხები ცდილობდნენ ყურძენი მაღალ ფასში გაეყიდათ, რაც ნაწილობრივ შეძლეს კიდეც. მანავის მწვანეს ფასმა ერთ ლარს გადააჭარბა. ყურძნის შეძენა წელს დეფიციტური იყო, რადგან რამდენიმე სოფელში ვენახები დაისეტყვა და მოსავალი სხვა წლებთან შედარებით ნაკლები მოვიდა. საგარეჯოში სამი ქარხანა მუშაობდა: საგარეჯოს პირველადი გადამამუშავებელი ქარხანა და ორი ქარხანა ბადიაურში.

საგარეჯოს რთვლის შტაბის უფროსის მოადგილე დავით ბაკურაძის თქმით, მთლიან მუნიციპალიტეტში წელს 6 ათას 500 ტონამდე ყურძენს დაკრეფენ. წელს  ”მანავის მწვანის” მოსავალიც მცირეა, სამაგიეროდ საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. ერთი კილოგრამი მანავის მწვანეს, ისიც თუ იშოვით, ლარი და ოცი თეთრი ღირს.
”დღემდე არც ერთ გლეხს არ ჰქონია ყურძნის გაყიდვის პრობლემა, - ამბობს ბაკურაძე, - საფერავსაც და რქაწითელსაც უპრობლემოდ აბარებენ ქარხნებში და თანხას მაშინვე ღებულობენ სახალხო ბანკში, ვაუჩერის მეშვეობით. თანხის გადახდა არც ქარხნებიდან ფერხდება, რადგან წელს მოთხოვნა იყო, რომ ქარხნებს წინასწარ ბანკში თანხა უნდა ჰქონოდათ, რომ გლეხებისთვის ფულის გადახდა არ დაეგვიანებინათ.”
თუმცა სუბსიდიას მხოლოდ მცირემიწიანი გლეხები ღებულობენ. ის მევენახეები, რომლებსაც დიდი ვენახები აქვთ, სუბსიდია არ ეკუთვნით. არადა ფაქტია, ვენახი რაც უფრო დიდ ფართობზეა გაშენებული უფრო მეტი დანახარჯიც აქვთ. ამიტომაცაა, რომ დიდ ფართობზე გაშენებული ვენახების მეპატრონეებმა უკვე დაიწყეს ვენახის ნაწილის გადაჭრა ან აღარ ამუშავებენ. რადგან ძალიან ძვირი უჯდებათ და თვითღირებულებას ვერ ფარავს. არა და “საფერავის” ვენახები სულ ახალი გაშენებულია. საგარეჯოში არ იყო აქამდე  “საფერავის” ჯიში გაშენებული და ამ ჯიშის გამრავლება 2000  წლიდან დაიწყეს,  რადგან მაშინ მომგებიანი იყო. აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად შეეთვისა საგარეჯოს ჰავას საფერავი. ახალი ვაზი სოფელ ხაშმში, ბოგდანოვკასა და ჩაილურში სულ 732 ჰექტარზეა გაშენებული.
საგარეჯოელი მევენახე ზურა მჭედლიშვილი:
”შვიდ ჰექტრამდე ვენახი მაქვს - ”საფერავი”. თავის დროზე ძალიან დიდი თანხა დამიჯდა ამ ვენახის გაშენება და მოვლა, მაგრამ ბოლო სამი წელია უკვე, ვენახი წამგებიანი გახდა. მუშების დაქირავების და ტექნიკის გარეშე, ამხელა ფართობზე ვერ მივხედავ. ამიტომ, უკვე ვეღარ ვუვლი მთლიან ფართობს და ნაწილი ახლა ისე მაქვს დატოვილი და დაახლობით სამი ჰექტარი მაქვს, საიდანაც მოსავალს ველოდები. წელს მოსავალიც მცირეა, ამინდი იყო ასეთი. ჩაბარება იმდენად პრობლემა არაა, რამდენადაც ფასი. რადგან ის თანხა, რასაც გვიხდიან, დანახარჯის ნაწილსაც კი არ ფარავს, თანაც გასული წლის ღვინო, სამი ტონა, კიდევ დარჩენილი მაქვს  გასაყიდი. საგარეჯოს პირველად გადამუშავების ქარხანაში ვინახავთ ავზებში. წელსაც ვფიქრობ, რომ თუ ვერ მოვახდინე ყურძნის და ღვინის რეალიზაცია, უკვე არაგონივრული ხდება ვენახის მოვლა. უბრaლოდ, ჩვენი გაშენებული რომ არის და შრომა და ფინანსები გვაქვს ჩადებული,  გვეცოდება მისატოვებლად. თორემ უკვე დიდი ხანია ვენახი წამგებიანი გახდა.”
შტაბის უფროსის მოადგილე, გამგებლის მრჩეველი, დავით ბაკურაძე:
”საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მევენახეობა, მანავის მწვანითაა განთქმული, მაგრამ ეს უნიკალური ყურძენი, რომლიდანაც ცქრიალა ევროპული და კახური ღვინოები მზადდება, მხოლოდ 55 ჰექტარზეა გაშენებული. ეს არის ამ ვაზისთვის შესაფერისი კლიმატური ზონა, სადაც ეს ჯიში თავის თვისებებს ინარჩუნებს. მთლიანად მანავის მწვანე  100 ჰექტარზეა გაშენებული, მაგრამ ნამდვილ კლიმატურ ზონაში, როგორც გითხარით, 55 ჰექტარია.”
ამ ყურძნის ფასი ყოველთვის უსწრებს სხვა ჯიშის ყურძნის ღირებულებას და ამჯერად ლარი და ოცი, ხან ლარი და ორმოციც კი ღირს. ღვინოც ძვირია. თუ რქაწითელის ღვინოს ორ ლარამდე შეიძენ, მანავის მწვანის ღვინო ორმაგი, სამმაგი ფასი ღირს ყოველთვის. “
 მანაველი მევენახე გიორგი ესაიაშვილი ამბობს:
`სანამ დავკრეფდი ყურძენს, მყიდველები იქამდე მყავდა. ორი სახეობის ვაზის ვენახი მაქვს. “მანავი” და “რქაწითელი”. “რქაწითელის” ვენახის ხარჯს ყოველთვის “მანავის მწვანე” მიფარავს ხოლმე.”
ღვინის ქარხნები, რომლებიც მანავის მწვანის ღვინოს ამზადებენ, ბოთლებში ჩამოსხმის გარეშე ყიდიან. ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე, რადგან უფრო იაფიც ჯდება ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაცია და თანაც ექსპორტზე გასვლა ჯერჯერობით შეუძლებელია. ისედაც მცირე რაოდენობა მზადდება ამ ღვინის და ადგილობრივი რესტორნები და სასტუმროები იძენენ. თუმცა, საგარეჯოელები მიიჩნევენ, რომ მანავის მწვანე უკვე ბრენდია და თუნდაც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც უნდა ხდებოდეს მისი ჩამოსხმა. იგი უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე სხვა ქართული ღვინოები, რადგან ის საკმაოდ გემრიელი და სასარგებლო ღვინოა და საკმაოდ ადვილადაც მოხდება მისი რეალიზაცია.
როგორც ჩანს ჯერჯერობით ქარხნები ამისათვის მზად არ არიან.
 
© გაზეთი „კახეთის ხმა“ /regions.ge


ტერმინები (მანავის მწვანე და ა.შ.) ეკუთვნის სტატიის ავტორს. ცხადია იგულისხმება კახური აბორიგებული ყურძნის ჯიში კახური მწვანე, რომელიც მანავის ზონაშია მოყვანილი.



ყურძნის ჯიშად მანავის მწვანეს დასახელება ავტორის უცოდინარობაზე მიუთითებს. ისე როგორც ზოგიერთები ამბობენ ყველაზე უკეთესი სოფლის მხარეზე მოქცეული ვენახები ყოფილა, განსაკუთრებით კი სამეფო ადგილები ბორცვის ქვემოთ, სადაც ვინმე ფრიდონოვი ამზადებდა თურმე კაი მწვანეს. გზის ქვემოთა ვენახები კი სხვა ადგილას მოწეული მწვანესაგან მაინცდამაინც არ გამოირჩევაო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული