Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დაარსდა "ღვინის კლუბი"

ღვინისა და გასტრონომიის შესახებ ბლოგის, vinoge.com-ის ბაზაზე დაფუძნდა "ღვინის კლუბი", რომელიც აერთიანებს არა მარტო მეღვინეებს, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებსაც, მათ შორის ჟურნალისტებს, იურისტებს, კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტებს, არქეოლოგებს, ლიტერატორებს, ფერმერებს.
"ღვინის კლუბის" მიზნებია: ღვინის შესახებ ცოდნისა და ქართველი მომხმარებლის კულტურის ამაღლება, მაღალი ხარისხის ღვინის პროპაგანდა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების აღორძინება, გაბედული სიახლეებისა და ნოვატორული წამოწყებების მხარდაჭერა, მაქსიმალური და მართალი ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე წარმოდგენილი ქართული და უცხოური ღვინოების შესახებ, ქართული სამზარეულოს დახვეწა ადგილობრივი ღვინოების მიხედვით, სარესტორნო კრიტიკის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარებაში წვლილის შეტანა და ა. შ.
"ღვინის კლუბი" ორგანიზებას გაუწევს და ჩაატარებს საერთაშორისო, რეგიონალურ და ადგილობრივი მნიშვნელობის კონფერენციებს, სემინარებს, ტრენინგებს, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს; მოაწყობს ეთნოგრაფიულ ფოტოექსპედიციებს რეგიონებში, სადაც შეიკრიბება ინფორმაცია მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ.
პერიოდულად ჩატარდება ღვინის დეგუსტაციები სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით. კლუბის სემინარებზე კი მეღვინეები, მევენახეები, ისტორიკოსები, ფილოლოგები, სომელიეები, ჟურნალისტები, უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს კონკრეტულ თემებზე. კონფერენციები და მრგვალი მაგიდები უპირატესად მიეძღვნება თანამედროვე ქართულ მეღვინეობაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებს. დისკუსიის შედეგები დაიბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში და გაშუქდება ტელევიზიით.
“ღვინის კლუბი” უკვე ითვლის 30–მდე წევრს, კლუბის თავმჯდომარეა მალხაზ ხარბედია.
 
 © vinoge.com
 


და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამკლუბის წევრი გახდეს ადამიანი? რაიმე საწევროა გადასახდელი, თუ კიდევ სხვა რამე პირობაა? ძალიან მაინტერესებს. წინასწარ მადლობა პასუხისთვის. პატივისცემით, მარიამ ლ.


საწევროს (თვეში 10 ლარი) გარდა, მთავარი პირობაა, საკითხისადმი დიდი ინტერესი და ქართული ღვინისა და გასტრონომიული კულტურის გადარჩენის სურვილი :))

kharbedia@yahoo.com ზე მომწერეთ და ანკეტასაც გადმოგიგზავნით :)



ძალიან კარგი იდეაა"ღვინის კუბის" შექმნა დიდი სიამოვნებით გავწევრიანდებოდი, რა არი ამისთვის საჭირო განსაკუთრებით მინდა რეგინებში გააფართოვოთ მუშაობა, მეც ატენის მიკროზონიდან ვარ :)))), როგორ დაგიკავშირდეთ?


ჩემი მეილი თქვენს წინა პოსტში დავწერე, ასევე შეგიძლიათ ბლოგის მაილზე დაგვიკავშირდეთ. http://www.vinoge.com/contact

 

 



შეიძლება უადგილოდ ვპოსტავ, მაგრამ ღვინოზე შეყვარებულ ხალხს კი უეჭველად ეცოდინება. მაინტერესებს, თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია 1995 წელს შექმნილ საქართველოს სოფლის მეურნეობის კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპული მხარისაგან (კონკრეტულად რა უწყება ან ორგანო არ ვიცი) მოდიოდა, რომელიც ვაზის მოყვანის ფართობის შემცირებას ისახავდა მიზნად? რა ბედი ეწია ამ კონცეფციას?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული