Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი Premium, ხარება, 2008

ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ყვარლის ზონაში მოწეული საფერავიდან დაწურული ეს ღვინო დასხმისთანავე კარგად განგაწყობთ. სასიამოვმო გარეგნობაში ალუბლისფერს გამოვყოფდი, ჟოლოს ელფერებით. პირველ სურნელებში ანწლის, ალუბლისა და მცირედი ტყავის ტონები მოჩანს. ძალიან რბილი, მომრგვალებული და სასიამოვნო ღვინოა. საკმაოდ დაბალანსებული და ხანგრძლივი დაბოლოებით. კარგი მისაყოლებელი იქნება მოხარშულ საქონლის ხორცთან, შემწვარ გოჭთან, ნანადირევ, შამფურზე შემწვარ ფრინველთან.

.. © vinoge.com


ძალიან სასარგებლოა ასეთი ინფორმაციები თუა შესაძლებელი რომ მიახლოებითი ფასიც მიეთითოს ხოლმე?


მაგალითად ეს ღვინო 9 ლარი ღირდა მაღაზია "ღვინის სამყაროში". სამწუხაროდ ერთიდაიგივე ფასი ხშირად ძალიან განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან სხვადასხვა სპეციალიზებულ მაღაზიაში თუ სუპერმარკეტში. საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ე.წ. ჩასაბარებელი ფასი ყოფილიყო აღნიშნული, თუმცა რადგან ერთიანი სადისტრიბუციო ქსელები არ არსებობს, ამ ინფორმაციების მოპოვება გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ თავად მწარმოებელმაც არ იცის ზუსტად თავისი პროდუქტის ფასი :) ხშირია ცვლილებებიც.



<ძალიან რბილი, მომრგვალებული და სასიამოვნო ღვინოა.> დამეხმარეთ წარმოვიდგინო რას ნიშნავს "მომრგვალებული ღვინო" ... სერიოზულად.


თუ "ვღადაობთ", შეგიძლიათ არც წაიკითხოთ შემდეგი აბზაცი, თუკი მართლა "სერიოზულად" გაინტერესებთ:

არსებობს ასეთი ტერმინები ღვინის დახასიათებაში, ქართულ ტრადიციაში დიდი ხნის წინადაც იყენებდნენ და ახლაც იყენებენ სხვადასხვა დიალექტში, ასევე ღვინის მოყვარულები და სხვ. ისეთი შედარებებიც არსებობს, მომრგვალებული არაფერია მათთან შედარებით :) რბილი, უკბილო, მომრგვალებული, ბრტყელი, ხორციანი, უხორცო, ძარღვიანი, თხელი, მძიმე, გამჭრიახი, ფხიანი...



გმადლობთ მალხაზ პასუხისთვის, არ ვღადაობ, მართლა დამაინტერესა ასეთმა დახასიათებამ. ხარებას ღვინოებს მეტნაკლებად ვიცნობ, ყვარლის მარანშიც ნამყოფი ვარ, ვაჩნაძიანშიც და თერჯოლაშიც. თეთრმა, მშრალმა ღვინოებმა უფრო უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე... ვფიქრობ საფერავი თავისი ფოლკლორული ხასიათიდან გამომდინარე მაინც ალაგალაგ ხაოიანი და ზომიერად დაძარღვული უნდა იყოს ვიდრე ნატიფად მომრგვალებული... ვფიქრობ ხაზგასმულად ოფლიანიც ჯობდა ყოფილიყო და ცოტა უნდა წაუბრიყვებდეს კიდეც გლეხურად... საფერავი ქალაქური ღვინო არ არის - პროვინციული სიალალე და სითამამე უნდა ჭარბობდეს მასში არისტოკრატიულ სინატიფეს... ისე ეტიკეტებზე მერლო ფრანგულად სწორად როგორ უნდა ეწეროს ვინმემ ხომ უნდა მისცეთ შენიშვნა...


საფერავს რაც შეეხება, მემგონი მისგან მუტრუკული ღვინის დაყენებაც შეიძლება და შედარებით დახვეწილისაც, ეგ ადგილზეცაა დამოკიდებული და მეღვინეზეც. რა თქმა უნდა, საფერავი ვერასდროს იქნება ნაზი ღვინო (ეგღა გვაკლია), მაგრამ არც ისეთი ვირგლა და ხეპრეა, როგორც ჰქონიათ ხოლმე და არც ისე "ღებავს", ზოგს რო წარმოუდგენია :)

მოკლედ, საფერავი გოგლაც შეიძლება იყოს და გალაკტიონიც :)

 



"ხარებას” ღვინოებს ყველგან ერთი ფასი აქვს :) ”საფერავი” პრემიუმის გასაყიდი ფასი ყველგან 13 ლარია :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული