Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის ავათმყოფობა ნაცარი

სტატია გამოქვეყნდა: სამეურნეო ნაწილი: ვაზის ავათმყოფობა ნაცარი // სასოფლო გაზეთი. - ტფ., 1876. - N 3. - გვ. 7-8.

 „ეს ოცო, ოცდა ხუთი წელიწადია, რაც ჩვენ ვენახებს დაემართა ერთგვარი ავათმყოფობა, რაღაც ნაცარსავით ედება ზედ, ფოთლებზე, ტოტებზე და თითონ ყურძენზე; მერე ყველა ალაგი ასე დანაცრული ჭკნება და ამისგამო თან და თან მოსავალი კლებულობს უფრო ადრე, 1845 წელს, ერთმა ინგლისელ მდიდარის კაცის მებაღემ უფ. ტიუკერმა ნახა თავის ვაზებზე რაღაცნაირი მოთეთრო ხავსი, რომლისაგანაც ფოთლები, მწვანე ახალი ტოტები და მტევანი იშლებოდა, თითონ ყურძენი უგემურდებოდა და ფუჭდებოდა.

მეცნიერმა ბოტანიკოსმა ბერკელეიმ მიკროსკოპით, გასადილებელ მინით გაშინჯა და ნახა, რომ ეს ხავსი ერთ გვარი წვნიკი სოკოებია, რომელნიც ეკუთვნიან ოიდიუმის გვარს სოკოს (Oϊdium). პირველ აღმოჩენის სახსოვრად დარქო მან ამ ოიდუმს მისი სახელი, ტიუკერი (Oϊdium Tuckeri). ბერკლეი იყო პირველი, რომელიც შეუდგა ამ სენის შინჯვას, გამოკვლევას და შესწავლას. ამან შეატყობინა ევროპას ამის ავათმყოფობა.

 1847 წელს ნაცარი, როგორც ჩვენ უძახით ამ ავათმყოფობას, შენიშნეს აგრეთვე პარიჟს ახლო-მახლო ბაღების ვაზზე და ერთის წლის შემდეგ - თითონ პარიჟში, ვერსალში, აგრეთვე ბელგიაში. ამ წელიწადსვე ეს ავათმყოფობა ნახეს ვენახებშიც. 1851 წლამდე სამაგისოთ არ იფინებოდა. მარტო აქა-ია თუ ნახავდა კაცი; მაგრამ ამ წლიდამ დაწყებული მოედო ეს ჭირი საშინლად, თითქმის მთელ საფრანგეთს, განსაკუთრებით სამხრეთ მაზრებს! აგრეთვე ამ ხანშივე გაჩნდა ალჟირში, ისპანიაში, იტალიაში, სირიაში; გადმოვიდა ამ დროსვე მცირე აზიაში, ჩვენსკენ, იმერეთში, სამეგრელში, ქართლში და კახეთში. ბოლოს აღმოჩნდა ვენგრიაში და გერმანიაში.

სუყველაზედ უარესად ნაცარი მოედო სამხრეთ საფრანგეთს, რომლის ზვრები ზღვის ახლო არიან. ალაგის სიცხის გამო, ჰაერის სინოტიობის გამო, რადგანაც ზღვის სიახლოვეს არის და აგრეთვე თითონ ვაზის განსაკუთრებულ ბუნების გამო, ნაცარს შეეძლო უფრო უხვად მოდებულიყო ამ არე მარეში.

მამულის პატრონები აშკარად ხედავდნენ ზვრების გავერანებას, მოსავლის დაკლებას. ამისგამო არ შეიძლებოდა გულგრილობა, უნდა შესდგომიყვნენ თავიანთ ვენახების შველას. სამხრეთ საფრანგეთის სიმდიდრის მადანი ვენახია და მისი მოცემული ღვინო. რასაკვირველია, მას აქეთ რაც ნამდვილად ხედავდნენ, რომ ვაზის ავათმყოფობის გამო საფრანგეთს მოაკლდებოდა ერთი უმდიდრესი მისის ბედნიერების მიზეზი, ერთ ხმათ შეუდგნენ საერთო საქმეს. დანიშნეს ბევრი ფული საჩუქრად იმათთვის, ვინც უფრო ამ საქმისთვის იშრომებდა, ვინც მოიგონებდა უმჯობეს საშუალებას ამ ავათმყოფობის განთავისუფლებისთვის, ან იმისთანა საშუალებას, რომ ვაზს შეეძლოს ამ ჭირის ატანა, დანიშნეს სამასი თუმანი; და ასი თუმანი დანიშნეს იმისთვის, ვინც უმჯობეს შრომას წარმოადგენდა ჭირის ბუნებაზედ. იყო აგრეთვე დანიშნული სხვა საჩუქრები.

ბევრი მეცნიერები და ბევრი მსწავლული მამულის პატრონები შეუდგნენ ამ ავათმყოფობის სხვა და სხვა მხარების გამოკვლევას. ერთნი იკვლევდნენ თითონ ჭირის ბუნებას; მეორენი ეძიებდნენ საშუალებების სინამდვილეს და ძალას შინჯავდნენ თავიანთ ვენახებში. ბევრ მოგონილ საშუალერბებში უპირველესი ყურადღება იყო მიქცეული გოგირდზე, მოგონილი ინგლისელ მებაღისაგან, კილისაგან. თითონ ტიუკერი კირგარეულს გოგირდს ხმარობდა ნაცრის წინააღმდეგ. დიუშარტრმა შემოიღო გოგირდის ხმარება საფრანგეთში. მერე გონტიემ მოიგონა საბერველი რომლითაც შეიძლებოდა გოგირდის მოყრა ვაზზე. ბოლოს ეს ჰანრიმარესმა, ნასწავლ მამულის პატრონმა მონპელიეს ახლოს, დაამტკიცა თავის უმრავლესი შინჯვით და გამოცდილებით, რომ ყველა საშუალებებში მარტო გოგირდს წმინდათ დანაყულს აქვს ნამდვილი კურნებითი ძალა. ამ ჩინებულ აგრონომის მუშაობაზე დააბოლოვა ის პირობები, რომლის შესრულებაც საჭიროა გოგირდის ხმარების დროს.

ზევით მოხსენებული დასაჯილდოებელი სამასი თუმანი იყო განყოფილი ზემოთ ოთხ კაცს შუა: კილ, დიუშარტრ, გონტე და ჰანრი მარეს შუა; ასის თუმნით დააჯილდოეს ცალკე მარესი თავის მშვენიერ შრომისათვის ამ ვაზის ავათმყოფობის ბუნებაზე. დანარჩენი ჯილდო ერგოთ ღირსეულად სხვა და სხვა კაცებს.

საშუალება ნაცრის წინააღმდეგ იყო ნაპოვნი, საჭირო პირობებიც მიგნეული; დარჩომილიყო მარტო საზოგადო ხმარებაში შეეტანათ იგი.

ყველა მამულის პატრონები, ვინც ბრმა არ იყო და გაეგებოდა თავისი სარგებლობა, ჰბაძავდა იმათ, ვინც ამ საშუალებას ხმარობდნენ. 1857 წელს მთელი ჰეროლის დეპარტამენტი მაზრა აყრიდა თავის ზვრებს გოგირდს, რისგამო იხსნიდნენ ავათმყოფობისაგან თავიანთ მშვენიერ ნაზად შენახულ ვაზებს. მანამკი საზოგადო ხმარებაში შევიდოდა გოგირდი, ვენახები მუდამ ალაგ-ალაგ ოხრდებოდა ნაცრისაგან; გოგირდის საზოგადო ხმარების შემდეგ ძველებურად იხარა ვაზმა და აქამდინ არავინღა არ უჩივის ოიდიუმს. დღემდინაც კარგათ იხარებდა პირველად დაშინებული ვაზი, რომ ნაცარზე უარესი ჭირი ფილოქსერა არ დამართებოდა მას. ჰეროლის მაგალითს წაბაძეს ნელნელა სხვა დეპარტამენტების მამულის პატრონებმა. დღეს ყველა ვენახის მოვლის დაუკლებელ პირობას შეადგენს, რომ წელიწადში ორჯერ, სამჯერ აყარონ გოგირდი.

ამ მოკლე ისტორიულ ამბის შემდეგ, გადვიდეთ თითონ ავათმყოფობის და მის გამოჩენის მიზეზის შეტყობაზე“.

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა



"წვნიკი" :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული