Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის რქის ჩაყრა გასაშენებლად ვენახისა


ლ.ე. ჯორჯაძე, მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესობა: ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. 1876.


რქის ჩასაყრელათა, უნდა გაკეთდეს ადგილი ასე თუ სარწყავი ადგილი იქმნება, მაშინ უნდა გაკეთდეს შარები გუთნით, ხოლო რადგან გუთნის კვალი ერთხელ გატარებული ღრმათ ვერ ამოხნამს მიწასა, ჩასაყრელად ვაზისრქისა, ამისათვის, ერთს კვალშია, ორჯერ უნდა გაატაროთ გუთანი, და ამასთან, გუთანსა თუ ორჯერვე ერთი თავიდამ ესე იგი მხრიდამ გაატარებთ, მაშინ, მიწის ბელტი დაუშლის და ბარ-საკვეთი ვეღაც ჩასწვდება კვალში მიწასა, ამისათვის საჭირო არის, რომ, ან გუთნის ღირღიტი დაუშოთ დაბლა და ან მეორე თავიდამ ესე იგი მხრიდამ გამოატარეთ გუთანი, მაშინ, ბარ-საკვეთი გუთნისა ჩასწვდება მიწასა და ამოხნამს ღრმათ, და იმ ერთს კვალში პირველი ბელტი მიწისა გადავა მარჯვნივ და მეორე მარცხნივ, რომლისაგამო, განიერათაც ამოიხვნება და ღრმათაც, და ბარით კეთება აღარ მოუნდება, მარამ, ზოგიერთს ადგილებშია, სადაც რქასა ძალიან ღრმათა ჰყრიან, იქ კი ბარითაც მოუნდება ამობარვა, რადგან იმ ადგილებშია, თუ ძალიან ღრმათ არ ჩაყარეს რქა არ იხარებს, მიწის ნიადაგის განსხვავებულის თვისებისაგან; და ამასთან, სარწყავს ადგილსა, გუთნის კვალი იმისათვის არის საჭირო, რომ, უჯაფაოდ მორწყვის დროს შარებისა, გუთნის ნაკვალევში წყალი მივარდება რუვსავითა და არ შედგება წყალი.. და თუ ურწყავი და უწყლო ადგილი იქმნება, იქა, კაცმა, რომ დიდი შრომა არ გასწიოს, გუთნითა ან ბარითა, ამისათვის, ორმოებათ უნდა დაითხაროს ჩასაყრელად რქისა.
კვალიდამ მეორე კვალამდე, ანუ ორმოდამ მეორე ორმომდე, უნდა იყოს ცარიელი ადგილი გარეშემო ორმოსი, ოთხი არშინი, ასე რომ: რქა რომ ჩაიყაროს, იმ ჩაყრილ რქიდამ მეორე ორმოში ჩაყრილ რქამდე - გარეშემო ჰქონდეს ცარიელი ადგილი ოთხი არშინი; ამისათვის რომ, თვითვეული რქა უნდა გადაწვეს შემდეგ წლებშია სამ არშინზედ, და მაშინ, ვაზიდამ ვაზამდე დარჩეს ცარიელი ადგილი ხოლოთ ერთი არშინი სამუდამოთა, ამისათვის რომ, რადგან ვაზი არის სუსტი პატარა ხე და მიწიდამ იმის ძირკვსა თუ არა აქვს დიდი შემწეობა და სიცოცხლე, ფესვების შემწეობითა, ვაზი მალე წახდება და მოიღლება, და რა გრძლათ იქმნება ვაზი გადაწვენილი, მაშინ, ფესვიც ბევრი იქმნება მიწაშია; და იმ ბევრი ფესვებიდამ და ძირკვისაგან, მიწიდამ, ღონეც და საზრდელიც ბევრი იქმნება, მაშინ, იმასა, ადვილათ ვერც სიცხე გაახმობს და ვერც სიცივე და ყინვა, და პირ და პირ დარგული ვაზი ანუ რქა კი მალე დაბერდება, არ ივარგებს კარგათა თუ არ გადაწვა. - რქა უნდა ჩაიყაროს თითო ორმოში ოთხი ნაჭერი
მარამ, თუ რქასა ანუ ვაზსა სამ არშინზედ მეტზედ გადააწვენთ, მაშინ მიწაში ძალიან გაგრძელდება ვაზის ძირი, და იმ ერთს ძირზედ, ზემოდგან, რადგან ბევრი ვაზები ამოეშვება და დადგება, ამისათვის ერთს გაგრძელებულ ძირკვზედ ბევრი ვაზები ღონეს და საზრდელს ვეღაც გაიტანენ სამყოფსა გასაკეთებლად კარგი რქისა. ამისათვის, ორი და სამი შარით ჩაყრილი რქითა, არაოდეს არ უნდა გააშენოთ ვენახი გადაწვენითა ყოველ წელიწადსა, თორემ, ამ გვარად აშენებული ვენახის ვაზი, მალე დაბერდება და ცოტასაც მოისხამს ყურძენსა და მცირედი მიზეზი მალეც გაახმობს ვაზსა.
რქის ჩაყრაშია, სხვა და სხვა ჯიშის ვაზი ერთმანეთში არ უნდა აურიოთ, ასე რომ, საფერავის ვაზი ერთს მხარეს უნდა იყოს და თეთრი ყურძნისა მეორე მხარეს, და ეგრეთვე, თეთრი ყურძნის ვაზი სხვა და სხვა ჯიშისა სულ ცალ-ცალკე უნდა იყოს, რადგან დაკრეფაშიაცა, ცალ-ცალკე უნდა დაიკრიფოს ყურძენი და ღვინოც ცალ-ცალკე უნდა დააყენოთ ყურძნის ჯიშისა გვარად, თორემ, ერთმანეთში არეული სხვა და სხვა თვისების წვენი კარგს ღვინოს არ დააყენებს, და ამასთან, ერთმანეთში არეულ ვაზსა, ძებნა მოუნდება დაკრეფაშია, გასარჩევათა ყუძნის ჯიშისა გვარად დიდი შრომა წავა მუშაობაშია, ეგრეთვე, სხვა და სხვა ჯიშის ვაზი ერთმანეთში არეული კარგათ არა გვარობს, რადგან მიწა, ჰაერი და მორწყვა სხვა და სხვა უნდა ჯიშისა გვარად ვაზისა.
ვაზის რქასა, ჩაყრის დროს, ჯერ ძირში სასუქი უნდა ჩაუყაროთ, იმის ზემოდამ უნდა მიწა დააყაროთ და რქები ისე ჩააწვინოთ, და შემდეგ მიწა მიაყაროთ, ასე რომ, რქა არ იყოს მიკარებული ზედ სასუქზედ, თორემ, დასწომს და გაახმობს რქასა, და თუ წყალი იშოება უნდა ახალ ჩაყრილ რქის შარებზედ ძველი სასუქის წვენი მიუგდო წყლითა, რომ, იმისი წვენი ჩაუვიდეს მიწასა რქის ძირში; და შემდეგ კი აღარ მიაკაროთ სასუქი, არც შეყრით და არც წყლითა, ხოლოთ როდესაც მიწა მიაყაროთ, სულ არ უნდა ამოავსოთ მიწითა კვალი ანუ ორმო, ამისათვისა, რომ, მორწყვაში, შარებზედ უნდა წყალი მიუდგეს, და ორმოებს კიდევა წვიმაში წყალი დაადგეს გუბეთა და განზედ აღარ გადაუვა, რომლისა გამო, ამ წვიმის წყლითა მოირწყვება კარგათა ვაზის რქა.
რადგან ვაზის ძირი მუშაობს და ხარობს ხოლოთ შავ მიწაშია, ამისთვის, უნდა ჩაიყაროს რქა ხოლოთ შავ მიწაშია, და გადაწვენითაც იმაში უნდა გადაწვეს, თორემ, თუ შავ მიწას დააცილეთ და თიხა მიწაში ჩაყარეთ ანუ გადააწვინეთ ვაზი, ის თიხა-მიწა ანუ კირი არ ახარებს და უთოვოდ გაახმობს ვაზსა, ამასთან, რქა, ჩაყრაშია, უნდა დაწვენით გეზათ ჩაყაროთ და არა სწორედ პირდაპირ დაყენებით.
სადაც, დიდი ზამთარი, ყინვა და ქარები არ იცის, იმ ადგილს რქის ჩაყრა შემოდგომაზედ სჯობია, მეტადრე უწრყავ ადგილებშია, ამისათვის რომ, მთელი ზამთარი ნოტიო იქმნება, სიცხე არ შეაწუხებს და მიწაში ძირს კარგათ გაიკეთებს გაზაფხულამდის, და გაზაფხულზედ კვირტს თამამათ გამოიტანს, და გაზაფხულზედ კი ჩაყრილი რქა, თბილ დღეებშია, რადგან მაშინვე კვირტს გამოიტანს ხოლმე და რქის ღონე და ძალა ფოთოლში გადის, ამისთვის, ძირკვის გაკეთებას ვეღარ ასწროფს; და ზამთარში კი ხოლოთ ძირკვი მუშაობს და იზრდება. რადგან ზემოდგან რქა დამდგარია სიცივისაგან და ფოთოლს არ იკეთებს. და სადაც დიდი ზამთარი, ყინვა და ქარები იცის, იმ ადგილას გაზაფხულზედ სჯობია რქის ჩაყრა, ამითვის რომ, ძრიელი სიცივე და ყინვა რქას გაჰყინამს და გაახმობს ძირამდის, რადგან მიწაც ღრმათ იყინება იქა.
რადგან, შარებში ანუ ორმოებში ჩაყრილი რქა, ბევრი მოსცდება ხოლმე გახმობისა გამო, და შრომა იკარგება, ამისთვის, ჩასაყრელი რქა, ჯერ პირველში უნდა ქუჩად ჩაყაროთ კარგს სუქან მიწაში, წყლის პირათა, რომლისათვისაც, უნდა შეამზადოთ ორმო, და ზაფხულში, ხშირათ მორწყეთ ხოლმე, რომ, ყოველთვის ნოტიო ჰქონდეს, იქ ახარეთ კარგათ, რომ ძირი გაიკეთოს რქამა, და მეორე წელიწადს ძირიანი რქა გადაიტანეთ და ჩაყარეთ შარებშია. ასე გაკეთებული ვაზები მოუცოდიც იქმნება და მალეც გაიზრდება, რადგან ძირკვები ექმნება.
რომელ ადგილებშიაც ჩაყრილი რქა გვიან იხარებს, ის ვაზი მალე დაბერდება და ავათ მყოფობასაც დაიწყებს, ამისათვის რომ, რადგან გვიან იზრდება და კარგათ არა ხარობს, ის ნიშანია რომ, იმ რქასა მიწა არ შეხვედრია კარგი.
ჩაყრილ რქასა ძირზედ უთოვოდ ძვლიანი რქაც უნდა შეჰყვეს ერთ ვერშოკამდისა, თორემ, ძირს მალე ვერ გაიკეთებს, რადგან ძირკვებსა იმ ძვლიანი ნაწილიდამ იკეთებს რქა, უძლვიანო რქა, თუმცა იხარებს, მარამ, დიდი შრომით, და გვიანაც გაიზრდება, მალეც დაბერდება და უღონო ვაზი გამოვა, ამასგარდა ძალიან გვიან მოისხამს ყურძენსა და ფრიად ცოტასა. ფრიად კარგია რომ, რქის ძირები ჩაყრის დროს ამოავლოთ ფურის ნეხვში ცოტა მიწით შეზავებულშია. ამ გვარი შეზავებული ნეხვი სასარგებლო არის ყოველგვარ ხისათვის, ძირები რომ ამოევლოს დარგვის დროსა მათისა.
რქა, თუ იქმნება ავათ მყოფი ვაზისა, ანუ თუ რომლისამე მიზეზით იმ რქაზედ იმ ზაფხულ ყურძენი არ იყო მოწეული და ისვრიმათა იყო დარჩომილი, ანუ თუ წვრილი მარცვალი ესხა იმის ვაზსა, ყოველთვის ის ბუნება გამოჰყვება იმ რქის ვაზსა, როგორიც იყო რქა იმ ზაფხულსა, რომელ წელიწადსაც მოსჭრით ჩასაყრელათა.
ვენახი რადგან ერთბაშათ მოიღლება ხოლმე, და მოსავალს იკლებს, ამისათვის, გასაშებებლად ახალი ვენახისა, სხვა და სხვა დროს უნდა ჩაიყაროს რქა, ესე იგი: პირველში რომ რქა ჩაყაროთ, უნდა გამოატარო ორი ანუ სამი წელიწადი და შემდეგ სხვა მიუმატო, მაშინ ცოტა ჯაფა და მუშაკობაც მოუნდება, და ამასთან, პირველი ჩაყრილი რქა რომ მოიღლება იმას სასუქით ისევე მოაბრუნებთ და შემდეგ ჩაყრილ რქას ისევე ღონე ექნება ყურძნის მოსასხმელად, რომლისაგამო ერთბაშათ არც ვენახი მოიღლება, არც ყურძნის თვისება შეიცვლება და ერთბაშათ არც დიდი თოხნა მოუნდება ახალ ჩაყრულ რქასა, რომელსაც დიდი მუშაკობა და თოხნა უნდა ხოლმე; ამისათვის, პირველში რამდენსაც ჩაჰყრი რქასა, შეძლების კვალად, იმასა, სამ წელიწადზედ ვაზად აქცევ, რომელსაც ხშირად თოხნა აღარ მოუნდება და შრომის ფასსა მოსავალსაც მოიცემა შემდეგის მუშაობისათვისა, და მერე კიდევ, იმდენ რქას მოუმატებ, რომ, კიდეც მოერიო სამუშაოთა, თორემ, ერთბაშათ ჩაყრილ რქასა დიდ ადგილებშია დიდი მუშაობა მოუნდება და ერთბაშათაც მოიღლება.


პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში


© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული