Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

წაბლის ნამცხვარი

საჭირო მასალა: 5 კვერცხი, 200 გ. მარგარინი, 2 ს.კ. არაჟანი, 0,5 ჭიქა გარჩეული წაბლი, ჩ.კ. სოდა. ფქვილი – ელასტიური ცომის მოსაზელად. მინანქრისათვის – 7.5 ს.კ. შაქარი, 4.5 ს.კ. არაჟანი, 3 ს.კ. კაკაო, 3 ცაი ვაფლის ფირფიტა, 0,5 ჭიქა მსხვილად დაფქული მოხალული თხილი, ნიგოზი და წაბლი .

მომზადება:მაგრად მოხარშული კვერცხის გულები შევაზილოთ მარგარინთან, არაჟანთან და სოდიან ფქვილთან ერთად. მოვამზადოთ ბურთულები და ყოველ მათგანში ჩავდოთ წაბლი. ცხვება 15-20 წუთი ცხელ ღუმელში. გავლესოთ შაქარი, არაჟანი და კაკაო. დავფხვნათ ვაფლი და შევურიოთ მოხალული და დაფქული თხილი, წაბლი და ნიგოზი. შეგრილებული ბურთულები ამოვავლოთ ჯერ მინანქარში, შემდეგ ვაფლსა და თხილში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123