Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საგაზაფხულო კარტოფილის ტარტი მწვანილებით

საჭირო მასალა: 500 გ მოხარშული კარტოფილი, 1 ცალი კვერცხი, 1 დიდი კონა სხვადასხვა მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, წიწმატი, რეჰანი, ქონდარი, ტარხუნა, მჟაუნა და სხვა), 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 125 გ ნადუღი, 1-2 ს.კ. აჯიკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. მწვანილი ძალიან წვრილად დავჭრათ, ავურიოთ კვერცხის ცილა, მარილი, პილპილი და ჩანგლით ავთქვიფოთ. კარტოფილი საშუალო ზომის რგოლებად დავჭრათ, ავურიოთ მწვანილისა და ცილის მასა. 18 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და მოვათავსოთ მწვანილარეული კარტოფილი. ზემოდან მოვასხათ ცოტა ზეთი და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. სანამ ტარტი მომზადდება, ნადუღი და აჯიკა ავურიოთ და ტარტთან ერთად მივირთვათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული