Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინით დაინტერესება იზრდება

 

Marq Wine Group-ის განცხადებით, ქართული ღვინო ამერიკის ბაზრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან იმპორტირებულ მილიონ ბოთშლში იქნება. აღნიშნული ამერიკული ორგანიზაცია  ღვინის რეგიონებთან და ცალკეულ ღვინის მწარმოებლებთან მუშაობს, მათი მთავარი მიზანი აშშ-ს ბაზარზე წვდომაში დახმარებაა. ორგანიზაციის დამფუძნებლის, ჯული პეტერსონის თქმით, ქართული ღვინის ექპოსრტმა შეერთებულ შტატებში წლიური ზრდის 29%-ს მიაღწია, რაც თავდაპირველ მიზანს აჭარბებს. გარდა მოცულობის საწყისი მიზნის გადაჭარბებისა, სტატიაში ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზეცაა საუბარი. ეს ფაქტორი ქართულ ღვინოზე მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის. ქართული ღვინის ფასი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიას აღწევს.

ქართული მხარის აზრით, ამგვარი წარმატება ამერიკის ღვინის ბაზარზე, მუდმივი კომუნიკაციისა და შემუშავებული სტრატეგიის შედეგია. სტატიაში ქართული ღვინო მოხსნენიებულია ისეთ რეგიონებთან ერთად, რომელთა მიმართ ამერიკული მხარის დაინტერესება ძალიან მაღალია, მაგალითად პრონავსი.

„საქართველოსა და სხვა რეგიონებისთვის, ამერიკის ბაზარზე ექსპორტის ზრდის გასაღები,  შემდეგია: 1. ისეთი კატეგორიის ღვინის მიწოდება, როდესაც მისი ხარისხი ფასზე მაღალი იქნება, 2. საერთო სტრატეგიის შექმნა და მისი თანმიმდევრულად განხორციელება, 3. ურთიერთობისა და განათლების გაღრმავება.  ჩვენ საქართველოსთვის შევიმუშავეთ სტრატეგია, რომლის შედეგიც მიწოდების ჯაჭვია, მწარმოებლიდან რესტორნამდე, ან საცალო ვაჭრობამდე. ჩვენი გამოცდილება დამტკიცებულია, რაც საქართველოს, პროვანსის რეგიონის წარმატებაში აისახა...“ - აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი.

 სტატიაში მთლიანად ქართული ღვინის ბაზრის ტენდენციებია შეფასებული და გამოთქმულია პოზიტიური მოლოდინები, რაც საქართველოს, ამერიკული ღვინის ბაზრისთვის მომგებიან და სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად წარმოაჩენს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული