Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მოხმარება მსოფლიოში 2016 წლის მონაცემებით

ოქტომბრის ბოლოს ბრაზილიაში OIV–ის ეგიდით ვაზისა და ღვინის 39–ე კონგრესი გაიმართა, სადაც ტრადიციულად წარმოადგინეს ბოლო წლის მანძილზე ვაზისა და ღვინის სფეროში მომხდარი ცვლილებების სტატისტიკური ანგარიში. ღვინის საინფორმაციო ცენტრი მორიგ პუბლიკაციას გთავაზობთ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ღვინის მოხმარების სტატისტიკას ეძღვნება.

OIV–ის მონაცემებით 2015 წელს მთელს მსოფლიოში 239 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დაილია, რაც 2014 წელზე ნაკლებია, თუმცა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში სიტუაცია მეტ–ნაკლებად სტაბილურია:

როგორც ხედავთ, ყველაზე გამორჩეული წლები 2007 და 2008 წელი იყო. ფინანსურმა კრიზისმა ერთ წელიწადში (2009) მართალია მკვეთრად შეამცირა ეს ციფრი, მაგრამ, როგორც ვთქვით, საგრძნობი ვარდნები მას შემდეგ აღარ ყოფილა, მხოლოდ მცირედი კლება.

აქ ცხრილში მოხმარების (საერთო რაოდენობის) თვალსაზრისით 13 ლიდერი ქვეყანაა წარმოდგენილი:

ძირითადად, კლება ტრადიციულ მეღვინეობის ქვეყნებშია, საფრანგეთსა და იტალიაშია, ასევე რუსეთშიც, მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე კი, აშშ–ში საგრძნობი მატებაა ბოლო 4 წლის მანძილზე.

ეს კი ღვინის მოხმარების კლების, მატებისა და სტაბილურობის მსოფლიო რუკაა:

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული