Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტაილანდური წვნიანი ტომ-იამი

საჭირო მასალა: 15-20 სმ სიგრძის ნედლი ჯანჯაფილის ნაჭერი, 1-2 ძირი ლიმონის სორგო (lemongrass), 2-3 ლაიმი ან ლიმონი, 1-2 ცალი ლაიმის ან ლიმონის ფოთოლი, 1-2 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა, 250-300 გ გარჩეული კრევეტები, ან ზღვის კოქტეილი, 300-350 გ ქამა სოკო, 2-3 ცალი პამიდორი, 2 თავი ხახვი, 1 ჩ.კ. ჩილის პასტა, 2-3 ს.კ. თევზის ან სოიის სოუსი, 400 მლ ქოქოსის რძე, მწვანილი – მოსართავად, მოხარშული ბრინჯი – გარნირად.

მომზადება: 1.200 მლ წყალი ჩავასხათ ქვაბში. ჯანჯაფილი თხლად დავჭრათ. ლიმონის სორგო ოდნავ დავბეგვოთ, რომ არომატიც გაუშვას. ჯანჯაფილი და ლიმონის სორგო წყალში მოვათავსოთ, დავუმატოთ სოიის ან თევზის სოუსი და 5-7 წუთი ვადუღოთ. დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი სოკო, ჩილის პასტა, წვრილად დაჭრილი პამიდორი და ხახვი. 10 წუთის შემდეგ წვნიანში ჩავუმატოთ გარჩეული კრევეტები და 5-7 წუთი ვხარშოთ. კრევეტებთან ერთად ქვაბში მოვათავსოთ ლიმონის ფოთლები და ჩავაწუროთ 1 ლიმონი. როდესაც კრევეტები მოიხარშება, დავასხათ ქოქოსის რძე და წამოვადუღოთ. წვნიანი სუფრაზე მიტანის წინ ახალი მწვანილით მოვრთოთ. მივირთვათ ბრინჯთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend



სახელი გაასწორეთ http://en.wikipedia.org/wiki/Tom_yum


მადლობა შენიშვნისთვის :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული