Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მანავი, ბადაგონი, 2005

დაწურულია მანავის მიკროზონაში მოწეული კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან. ფერზე ღია ჩალისფერია, ხასიათდება ქაცვის, თივის, გამხმარი ყვავილების, გაფუებული ხორბლის სურნელით, ასევე მცირედი სოკოს და მინერალური ტონებით. საკმაო მჟავიანობით გამოირჩევა, სიმჟავის პირველი ჩხვლეტები მეორე ყლუპზე შედარებით რბილდება, თუმცა ღვინოს ხანმოკლე ფინალი აქვს.

მიაყოლეთ საქონლის ყველს (ე.წ. საქონლის გუდა), აჯაფსანდალს, შემწვარ სოკოს, ტაფაზე დაბრაწულ საქონლის ხორცს მაიონეზით, შემწვარ ქათამს. ზაფხულში ხილთანაც კარგია (მაგალითად ჭერამთან და ვენახის ატამთან).

 მ.ხ. © vinoge.com

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234