Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სახელმწიფოს მიერ წარმოებული ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო

დღეიდან, 18 მარტიდან სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ წარმოებული სანერგე მასალის რეალიზაცია იწყება. გაყიდვებს უზრუნველყოფს სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, როგორც სახელმწიფოს მოძრავი ქონების განმკარგავი იურიდიული პირი. 

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა 2014 წელს სახელმწიფოსთვის გადაცემული იურიდიული პირების - ა(ა)იპ „აგროსა“ და შპს „აგრო ქართუს“ ბაზებზე, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა მრავალწლოვანი კულტურების ბაზა (80 ჰა) მცხეთის რ-ნში, სოფ. ჯიღაურაში; ქართული ენდემური (437) და უცხოური (350) ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ერთეულები.

ბოლო წლების მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა ა(ა)იპ „აგროსა“ და შემდგომში - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერი კვლევითი ცენტრის მიერ დაინტერესებულ პირებზე ვაზის ნერგების გაცემის წესი და პროცედურა. იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ სანერგე მასალა სარეალიზაციოდ უნდა გამოტანილიყო აუქციონის წესით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ნერგები პირდაპირი გაყიდვების წესით გასხვისდება. გასაყიდად გამოტანილი იქნება ოთხმოცამდე ქართული და ოცამდე უცხოური ჯიშის ვაზის ნერგი, რომლებიც მერყეობს 1-დან 2 ლარამდე საფასო სეგმენტში.

გაყიდვები დაიწყება 18 მარტს, დილის 11-დან 16 საათამდე და გაგრძელდება ყოველდღიურად, სამუშაო დღეებში, სარეალიზაციო რესურსის ამოწურვამდე სოფელ ჯიღაურაში მდებარე მეურნეობის ტერიტორიაზე. ვაზის ნერგების შეძენის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ სანერგე მასალის ასორტიმენტსა და ფასებს და შეიძინონ მათთვის სასურველი ნიმუშები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



გამარჯობათ, ტერიტორიულად სად არის სოფელი ვაჩიანი?


საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მოგვაწოდეთ......


იქნებ მომწეროთ ზუსტი მისამართი სად მივიდე და ასევე საკონტაქტო ტელ. ნომერი ვის დავუკავშირდე


მოგესალმებით. ახალ ამბებში გაიპარა გარკვეული ხარვეზი, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამ ინფორმაციის წყარო გახლდათ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენელი. ნერგები გაიყიდება არა სოფელ ვაჩიანში, როგორც ეს ბლოგზე აქამდე იყო მითითებული, არამედ - ჯიღაურაში. დიდი მადლობა


გთხოვთ რაწეროთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და მისამართი


mobiluri mogvatsodrt da sad aris sopeli dzigauri?


mobiluri mogvatsodrt da sad aris sopeli dzigauri?


დიდუბიდან გადის ჯიღაურას მარშუტკა. რკინის კიბეებთან ახლოს. მძღოლს ჰკითხეთ და დაგაკვალიანებთ. ეგ ბიძინაში იყო და გაყიდა. მე როგორც ვიცი. 4 ლარი ღირდა შარშან ქლიავი ნერგები. დანარჩენის ფასები არ ვიცი.


დიდუბიდან გადის ჯიღაურას მარშუტკა. რკინის კიბეებთან ახლოს. მძღოლს ჰკითხეთ და დაგაკვალიანებთ. ეგ ბიძინაში იყო და გაყიდა. მე როგორც ვიცი. 4 ლარი ღირდა შარშან ქლიავი ნერგები. დანარჩენის ფასები არ ვიცი.


sakontaqto teleponis nomeri mchirdeba


გამარჯობათ მინდა ნერგების შეძენა და მაინტერესებს სად იმყოფება სოფელი ჯიღაურა და როგორ შემიძლია მოვიდე თქვენამდის თბილისიდან?


იყიდება ყურძნის ნერგები სხვადასხვა ჯიშის ნამყენი სოფ.ოკამში საკონტაქტო პირი ზურა557758595

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.