Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“-ის პროგრამა

ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს 14 მაისს მთაწიმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალს, ტრადიციულად, ღვინის კლუბი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტიმარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დალეპერტი“.

14 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს ბოლო მოსავლის (2021 წლის) საუკეთესო ღვინოებს დაახვედრებენ.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა.

გთავაზობთ ფესტივალის პროგრამას:

11:00   ფესტივალის დაწყება

11:30   მუსიკა: ნალი ბენდი

12:00   ფესტივალის საზეიმოდ გახსნა, ქვევრის გახსნა, მუსიკა - ანს. ჯეო ფოლკი

12:30   მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

13:10   1 ყუთი ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

13:15   ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოება

13:30   მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

14:10   1 ყუთი ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

14:30   მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

15:10   1 ყუთი ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

15:15   ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.

15:30   მუსიკა: ნალი ბენდი (ცენტრალური მოედანი, სცენა)

16:10   1 ყუთი ღვინის გათამაშება (ცენტრალური მოედანი, სცენა)

18:00   ფესტივალის დახურვა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



მოგესალმებით, ხომ არ გაქვთ უკვე ინფორმაცია როდის ჩატარდება ახალი ღვინის ფესტივალი 2023 წელში? პატივისცემით ქეთი ჭელიძე


სალამი, 2023 წლის ახალი ღვინის ფესტივალიც ჩატარდება ტრადიციულად, მაისი მეორე შაბათს, 8 მაისს.



გამარჯობათ მაინტერესებს 2023 -ში,რომ დავრეგისტრირდე როგორც ღვინის კომპანია თუ შემეძლება,რომ მონაწილეობა მივიღო 2023-ის ღვინის ფესტივალში? 2022-ში მაქვს დაწურული ღვინო. მადლობა ყურადღებისთვის წინასწარ და ველოდები თქვენს პასუხს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.