Home
ქართული | English
თებერვალი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

მულტიმედია

კომენტარები

ლიბანური ქათმის მწვადი შიშ-ტაუკი

საჭირო მასალა: 2 ცალი ქათმის მკერდის ფილე, 3 ს.კ. ერბო. მარინადისთვის – 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. ბეგქონდარა, 1 მწიკვი დარიჩინი, მარილი, თეთრი და შავი პილპილი – გემოვნებით. გარნირისთვის – 1 თავი ხახვი, 1 კონა ოხრახუში, 1 ჩ.კ. თუთუბო. სოუსი – 8 კბილი ნიორი, 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, მარილი.

მომზადება: მოვამზადოთ მარინადი – ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, დარიჩინი, ბეგქონდარა, მარილი და პილპილი ერთმანეთში ავურიოთ. ქათმის ფილე დავჭრათ 3 სმ სისქის ნაჭრებად. ხორცს დავასხათ მარინადი და 6 საათით შევდოთ მაცივარში. მოვამზადოთ სოუსი – ნიორი დავნაყოთ, მოვათავსოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ, თან ვამატოთ ცოტ-ცოტა ზეთი. სოუსი შევინახოთ მაცივარში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, თუთუბო და მარილი.

ქათმის ხორცის ნაჭრები წამოვაცვათ შამფურებზე, წავუსვათ მარინადი და შევწვათ გრილზე ან მაყალზე. ცხელ-ცხელ მწვადს მოვასხათ დამდნარი ერბო, ნივრის სოუსი და მოვაყაროთ მომზადებული მწვანილისა და ხახვის ნარევი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.